როგორ შევამციროთ შავი წერტილები ცხვირსა და ლოყებზე - rogor.ge

როგორ შევამციროთ შავი წერტილები ცხვირსა და ლოყებზე

როგორ ჩნდება შავი წერტილები?

ხშირად შავი წერტილები ცხვირზე ჩნდება, Т-ზონასა და ლოყებზე. იშვიათი გამონაკლისის შემთხვევაში ხდება, როდესაც შავი წერტილები მთელ სახეზეა განლაგებული.

როგორ მოვიცილოთ თავიდან შავი წერტილები?

შავი წერტილები პერიოდულად ჩნდება სახეზე, მაგრამ არსებობს რამდენიმე მარტივი მეთოდი მათი რაოდენობის შესამცირებლად:

დაიბანეთდღეში ორჯერ მაინც სახის დასაბანი საშუალებები გამოიყენეთ. ასე თავიდან აიცილებთ ჭუჭყის და სებუმის დაგროვებას. თუმცა არ გადაამეტოთ: 2-3-ჯერ დღეში გაწმენდამ შესაძლოა კანის pH ბალანსის დარღვევა გამოიწვიოს. დაიბანეთ დილით იმისათვის, რომ ღამით დაგროვილი სებუმი და ჭუჭყი ჩამოიბანოთ და საღამოს იმისათვის, რომ მაკიაჟი და მტვერი მოიცილოთ კანის ზედაპირიდან.

პილინგი

როგორც უკვე ირკვევა, კანზე არსებული მკვდარი უჯრედები იწვევს ფორების დახშობას. ამიტომ არ დაგავიწყდეთ პერიოდულად დერმის ზედა ნაწილის გაწმენდა, დაახლოებით კვირაში ერთხელ. გამოიყენეთ მსუბუქი პილინგი, ხოლო სკრაბები სხეულისთვის გამოიყენეთ. ნებისმიერი გამწმენდი საშუალება დერმას აშრობს, ამიტომ არ დაგავიწყდეთ მისი დატენიანება. განაგრძეთ კითხვა