ინსტრუქცია, როგორ მოიქცეთ, თუ ლიფტში გაიჭედეთ, ან კაბინამ სწრაფად ვარდნა დაიწყო - rogor.ge

ინსტრუქცია, როგორ მოიქცეთ, თუ ლიფტში გაიჭედეთ, ან კაბინამ სწრაფად ვარდნა დაიწყო

როგორ მოიქცეთ, თუ ლიფტმა მოძრაობა შეწყვიტა

გამოიყენეთ ლიფტის კომპანიის მობილური ტელეფონი, რომელსაც კედელზე ნახავთ კაბინაში. ასეთი ნომრის არარსებობის შემთხვევაში, სთხოვეთ თქვენს ახლობელს დარეკოს სარემონტო ჯგუფში. თუ არ გაქვთ მობილური ტელეფონი, ხმამაღლა იყვირეთ დახმარებისთვის.

სანამ ელოდებით მაშველების მოსვლას:

  • დადეთ ნივთები იატაკზე, გაიხადეთ გარე ტანსაცმელი, გახსენით ღილები, თუ გცხელათ;
  • თუ წყალი თან გაქვთ, არ იჩქაროთ მისი დალევა ერთდროულად, დალიეთ მცირე ყლუპებით;
  • თუ თავს ცუდად გრძნობთ, დაჯექით იატაკზე და გაშალეთ ფეხები სწორად. როდესაც სარემონტო ჯგუფი მოვა, მიჰყევით მათ მითითებებს.

არ ჩავარდეთ პანიკაში, ღრმად ისუნთქეთ, დაელოდეთ დახმარებას.

რა უნდა გააკეთოთ, თუ კაბინამ ვარდნა დაიწყო

მიუხედავად იმისა, რომ მგზავრებს შორის ხშირია ზღაპრები ლიფტების ჩამოვარდნის შესახებ, სინამდვილეში ეს ძალიან იშვიათად ხდება. ყველა ლიფტი აღჭურვილია სპეციალური დამჭერებით, რომლებიც მოქმედებენ ტროსის გაწყვეტის შემთხვევაში. მაგრამ თუ, მიუხედავად ამისა, შეამჩნევთ, რომ კაბინამ ქვევით დაიწყო სწრაფად ვარდნა, ან მოძრაობა ძალიან სწრაფი გახდა, დააჭირეთ გაჩერების ღილაკს, მაგრამ არა კარის გახსნის ღილაკს.

დაიკავეთ უსაფრთხო პოზიცია:

  • მიეყრდენით კედელს ზურგით, ჩამოჯექით და ხელებით იატაკს დაეყრდენით;
  • პირქვე დაწექით იატაკზე, თავი ჩანთაზე დადეთ და დაიფარეთ ხელები;
  • თუ მოაჯირი არის ლიფტში, ჩაეჭიდეთ მას და დააფიქსირეთ სხეული ერთ პოზიციაში. რაც უფრო ნაკლებად იმოძრავებთ კაბინის გაჩერებისას, მით უფრო ნაკლებად დაზარალდებით.