როგორ მოვუაროთ სახესა და სხეულს 30, 40 და 50 წლის ასაკში? - rogor.ge

როგორ მოვუაროთ სახესა და სხეულს 30, 40 და 50 წლის ასაკში?

30+

ამ ასაკში სხეულზე ზრუნვა უმთავრესი უნდა იყოს და არ უნდა მისცეთ თავს გასუქების უფლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კვების კორექციასთან ერთად უნდა შეიყვაროთ ფიზიკური ვარჯიში. მთავარია ვარჯიში სიამოვნებას განიჭებდეთ. თუ დილის ვარჯიშები თქვენთვის "მაზოხიზმს" უტოლდება, უარი თქვით მათზე. მოსინჯეთ აქტივობების სხვადასხვა სახეობა (მაგალითად, ცურვა, ცეკვა, იოგა, ხელბურთი...) და აუცილებლად იპოვით თქვენთვის სასურველ დატვირთვას.

  • სახლში. თუ ყოველდღიურად თუნდაც 10 წუთით იხტუნავებთ ან ჰულაჰუპს დაატრიალებთ, სულ მალე წელი დაგითხელდებათ და გაიმაგრებთ მუცლის, ფეხის და დუნდულების კუნთებს.
  • სამსახურში. საათში ერთხელ მაინც გააკეთეთ მარტივი ვარჯიში. სწორად დაჯექით და ხელის გულები მუხლებზე დაიდეთ. ისე რომ სკამიდან არ წამოდგეთ, შეეცადეთ თითის წვერებზე აიწიოთ და თან ხელებით მუხლებს დააწვეთ. რაც უფრო დიდია წინააღმდეგობა, მით უკეთესი.

სახის მოვლა

არსებობს კანის დაბერების 2 ტიპი: წვრილი ნაოჭების გაჩენა და სახის ოვალის დეფორმაცია. პირველ შემთხვევაში ბევრი წვრილი ნაოჭის ფონზე ოვალი უცვლელია, ხოლო მეორე შემთხვევაში ნაოჭი შეიძლება ბევრი არ იყოს, მაგრამ სახის კონტურები მკაფიო აღარ არის(კანი მოშვებულია). ამ ასაკში მიზანშეწონილია ჰიალურონის მჟავის შემცველი დამატენიანებელი კრემების, დელიკატური სკრაბების და მსუბუქი ლიფტინგის ეფექტის მქონე კრემების გამოყენება. წაიკითხეთ სრულად