როდის და როგორ უნდა გაიპარსოს წვერი მოზარდმა, რომ კანის გაღიზიანება აიცილოს თავიდან - დერმატოლოგის პასუხები - rogor.ge

როდის და როგორ უნდა გაიპარსოს წვერი მოზარდმა, რომ კანის გაღიზიანება აიცილოს თავიდან - დერმატოლოგის პასუხები

ზოგადად, მოზარდობის ასაკში წვერის გაპარსვასთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ ურჩიოთ ბიჭებს, რა ტიპის ხელსაწყო უნდა გამოიყენონ, როგორი წყლით უნდა დაიბანონ და რომელი საშუალების გამოყენება სჯობს?

- გაპარსვამდე კანი თბილი წყლით უნდა დაიბანონ. ხოლო, გაპარსვის შემდეგ პირიქით, ცივით უნდა ჩამოიბანონ. არსებობს სხვადასხვადონიანი საპარსი. არ არის რეკომენდებული რამდენიმედონიანი საპარსის გამოყენება. ასევე, რეკომენდებულია, გამოიყენონ ე.წ. ერთჯერადი გამოყენები საპარსი, რომელსაც შეიძლება მაქსიმუმ 5-ჯერ მიმართონ. ამის შემდეგ უმჯობესია, რომ შეიცვალოს. როდესაც მრავალჯერადი გამოყენების საპარსს იყენებენ, რომელსაც 20-30-ჯერ მიმართავენ, ეს უკვე პრობლემას ქმნის, ჯობს, ერთჯერადი გამოყენების შეიძინოთ. წვერის გაპარსვა თმის ზრდის მიმართულებით უნდა მოხდეს და არა პირიქით. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. გასაპარსად უმჯობესია თუ გამოიყენებენ ქაფს ან გელს, ხოლო გაპარსვის შემდგომ ე.წ. After Shave-ს გამოყენება არ არის რეკომენდებული. უნდა გამოვიყენოთ ჩვეულებრივი, დამატენიანებელი საშუალება, რომელსაც კანის ტიპის მიხედვით ავარჩევთ. განაგრძეთ კითხვა