როგორ გავუმკლავდეთ მგრძნობელობას სუნების მიმართ - rogor.ge

როგორ გავუმკლავდეთ მგრძნობელობას სუნების მიმართ

აკონტროლეთ თქვენი ტრიგერი. შეიძლება სასარგებლო იყოს იმის ცოდნა, თუ რა სახის სუნამოები გაღიზიანებთ. თუ კონკრეტული ბრენდის სუნამო ან სარეცხი საშუალება იწვევს არასასურველ რეაქციას, უნდა იცოდეთ შემადგენლობა, რათა მომავალში თავიდან აიცილოთ ამ ბრენდის და მსგავსი შემადგენლობის პროდუქციის შეძენა. შეიძლება ძნელი იყოს ყოველ ჯერზე ზუსტი გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირება, მაგრამ შეეცადეთ დააკვირდეთ, როდის ჩნდება სიმპტომები. აწარმოეთ დღიური, სადაც ჩაწერთ როდის და რის მერე დაგეწყოთ.

1-1663162731.png

მოემზადეთ ღონისძიებებისთვის. არსებობს ისეთი თავშეყრის ადგილები, სადაც შეიძლება ბევრი ადამიანისგან არასასურველი სუნი იგრძნოთ. მაგალითად, ოფიციალური წვეულებების დროს, მათ შეიძლება ესხათ მძაფრი სუნამო, ეწეოდნენ და სხვ. წინასწარ შეემზადეთ ამისთვის. თუ აღმოაჩენთ, რომ ასეთი მოვლენები განსაკუთრებით გაღიზიანებთ, იფიქრეთ ღია სივრცეში დაჯდომაზე. სცადეთ დროდადრო გახვიდეთ გარეთ, სუფთა ჰაერზე, თუ სუნი გაწუხებთ.

2-1663162744.png

ეცადეთ თავი შორს დაიჭიროთ სურნელებისგან, რომლებიც გაწუხებთ. მოერიდეთ მაღაზიებს, სადაც არის მძაფრი სუნი, როგორიცაა პარფიუმერიის მაღაზია. თუ შეამჩნევთ, რომ პროდუქტი, რომელსაც სახლში იყენებთ გაღიზიანებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი გამოყენება.

არ თქვათ უარი გრიპის აცრაზე. სუნის მგრძნობელობა ზოგჯერ გამოწვეულია ალერგიული რეაქციით. თუ თქვენი ორგანიზმი ავადმყოფობის გამო დასუსტებულია, თქვენი ალერგია უფრო მწვავე იქნება. კარგი იდეაა გრიპის საწინააღმდეგო აცრა გაციებისა და გრიპის სეზონზე. გაესაუბრეთ ექიმს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიღებამდე, რათა დარწმუნდეთ, რომ აცრა უსაფრთხოა თქვენთვის, თქვენი სამედიცინო ისტორიისა და არსებული სამედიცინო მდგომარეობის გათვალისწინებით.

4-1663162761.png

შეიძინეთ ჰაერის გამწმენდი საშუალებები. ვენტილატორი ან ჰაერის გამწმენდი საშუალებები დაგეხმარებათ გაათავისუფლოთ თქვენი სახლი არასასურველი სურნელებისგან. ასევე კარგია ჰაერის დამატენიანებელიც. ასეთი ნივთების შეძენა შეგიძლიათ ონლაინ ან ადგილობრივ მაღაზიაში. ნახეთ, გაუმჯობესდება თუ არა სიმპტომები ამის შედეგად.

5-1663162775.png

გაითვალისწინეთ ექიმის რჩევა. თუ თქვენ გაწუხებთ სურნელოვანი მგრძნობელობა, კარგი იდეაა მიმართოთ ექიმს. სუნის მგრძნობელობა არ არის მხოლოდ უხერხულობა. ეს ლეგიტიმური სამედიცინო მდგომარეობაა. კარგად არის დადასტურებული, რომ ბევრი ადამიანი რეაგირებს ალერგიული რეაქციებით, როგორიცაა გამონაყარი და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმეტესობას უშუალო ფიზიკური კონტაქტი უნდა ჰქონდეს სუნამოს შემცველ ნივთიერებასთან, ზოგიერთი ადამიანის სურნელოვანი მგრძნობელობა იმდენად ძლიერია, რომ შესაძლოა გამონაყარი მხოლოდ სუნის ჩასუნთქვისას გამოუვიდეს. თქვენი სამედიცინო შეფასების ნაწილი შეიძლება მოიცავდეს სისხლის ანალიზს, შარდის ანალიზს, ფილტვის ფუნქციის ტესტირებას და განწყობის დარღვევების შეფასებას (როგორიცაა დეპრესია და/ან შფოთვა). ექიმი ასევე გადაამოწმებს, გაქვთ თუ არა ალერგიული რეაქციები. თუ გაქვთ, თქვენი ექიმი დაგეხმარებათ შეადგინოთ მკურნალობის სამოქმედო გეგმა. მათ შეუძლიათ გირჩიონ მედიკამენტები ან შეგიცვალონ ცხოვრების წესი, რაც დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ სურნელოვან მგრძნობელობას.

6-1663162794.png

წყარო: wikihow.com