როგორ დავრგოთ ქლიავი ქოთანში - rogor.ge

როგორ დავრგოთ ქლიავი ქოთანში

თესლის აღმოცენება

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია კარგი თესლის შერჩევა, რის შედეგადაც ხილი გემრიელი იქნება. ამიტომ გირჩევთ, რამდენიმე ჯიშის ქლიავი გასინჯოთ და როგორც კი იპოვით მოსაწონს, ის აირჩიეთ. ქლიავი უნდა იყოს ჯანსაღი, რადგან ბევრჯერ ის, რასაც ჩვენ ვყიდულობთ სასურსათო მაღაზიაში, მოდის მცენარეებიდან, რომლებიც დამუშავებულია ქიმიკატებით სწრაფი ზრდისთვის.

თესლის გაღვივება

თესლი დარგვამდე ჯერ უნდა მოამზადოთ. ამისთვის ჭიქას წყლით გაავსებთ და იქვე დადებთ, თუ დაინახავთ, რომ თესლი ზედაპირზე ტივტივებს, მაშინ არ გამოგადგებათ, მაგრამ თუ ჩაიძირება, ის იქნება "რჩეული". დატოვეთ 24 საათის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ პატარა ჭურჭელში ჩაყარეთ ცოტა ორგანულ სუბსტრატი. დაატენიანეთ და მოათავსეთ თესლი. დაფარეთ სუბსტრატის თხელი ფენით, შემდეგ ამ კონტეინერს ჩადებთ პოლიეთილენის პარკში და კარგად დახურავთ, რომ ჰაერი არ შევიდეს. შევეთ მაცივრის ქვედა ნაწილში, სადაც ძალიან არ გაიყინება. ქლიავის თესლის გაღვივებას დაახლოებით 4 კვირა დასჭირდება, ამიტომ მოთმინება უნდა იქონიოთ.

თესლის დარგვა

აღმოცენების პერიოდის შემდეგ შევამჩნევთ, რომ თესლს თეთრი ფესვები აქვს ამოსული. მაშინ დადგება დრო, აირჩიოთ სწორი ქოთანი. ის უნდა იყოს ფართო და მნიშვნელოვანია, რომ წყალი დიდი რაოდენობით ისხმებოდეს. ქოთნის 3/4 ნაწილს აავსებთ ორგანული სუბსტრატით, თუ შესაძლებელია შეზავებული მიწის ჭიის ჰუმუსით. თითით ნახვრეტს გაუკეთებთ და იქ ფრთხილად მოვათავსებთ გაღივებულ თესლს. დაფარავთ სუბსტრატის თხელი ფენით. თესლის განვითარების ბოლო ნაბიჯი არის მისი სწორ ადგილას განთავსება. ეს უნდა იყოს ადგილი, სადაც მას მოხვდება მზის სხივები.

წყარო: sharingideas.me