როდის და როგორ უნდა გამოიყენოს მძღოლმა მუხრუჭი? - rogor.ge

როდის და როგორ უნდა გამოიყენოს მძღოლმა მუხრუჭი?

ავტომობილს მოძრაობის მიმართულების შეცვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, როცა მისი წამყვანი თვლები არ არის დაბლოკილი. გაითვალისწინეთ ეს, როცა ამუხრუჭებთ

არ გაიაროთ ორმოები მოქმედებაში მოყვანილი მუხრუჭებით. დარტყმა ტრანსმისიაზე, როგორც წესი, რამოდენიმეჯერ ძლიერია, ვიდრე მუხრუჭის გარეშე.

“მწოლიარე პოლიციელის”, ან სხვა სახის შემაღლების გავლა შემდეგნაირადაა რეკომენდებული: დაბრკოლების დანახვისას წინასწარ დაამუხრუჭეთ და უშუალოდ დაბრკოლების წინ აუშვით მუხრუჭს ფეხი. ავტომანქანის წინა ნაწილი ინერციით განიტვირთება და დაბრკოლება უჩვეულოდ მსუბუქად გადაილახება.

თუ არ შეგიძლიათ სრულყოფილად შეაფასოთ მოსახვევის კუთხე, დაამუხრუჭეთ წინასწარ, ხოლო მოსახვევში შესვლისას გაათავისუფლეთ მუხრუჭები.

თუ თქვენ მოძრაობთ მსუბუქი ავტომობილით და უკან მოგყვებათ სატვირთო ავტომანქანა, ნუ დაამუხრუჭებთ მოულოდნელად - სატვირთო მანქანის სამუხრუჭე მანძილი გაცილებით დიდია თქვენი ავტომობილის სამუხრუჭე მანძილზე.

თუ გთხოვენ გზაზე გაჩერებას, დაიცავით უსაფრთხოების ყველა წესი. უმჯობესია რამდენიმე ათეული მეტრით მეტი გაიაროს მომავალმა თანამგზავრმა, ვიდრე შექმნათ საშიში საავარიო სიტუაცია, ან დააბრკოლოთ სხვა ავტომობილები. წაიკითხეთ ვრცლად