როგორ გავაძლიეროთ ბავშვის გონება, რომ მეხსიერება, საზრიანობა და ყურადღება გაუმჯობესდეს
რას ნიშნავს ტვინის ვარჯიში?
ეს მარტივი დავალებების ერთობლიობაა, რომლებიც ტვინის ნახევარსფეროთა შორის კავშირის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ნეიროფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ტვინის სხვადასხვა ზონების გააქტიურებაში ამ ვარჯიშებს დიდი წვლილი მიუძღვით, თანაც ეს ყველაფერი თამაშს ჰგავს და არა სწავლების პროცესს.ამ ვარჯიშების შესასრულებლად არ დაგჭირდებათ არავითარი სპეციალური ინვენტარი. მათი შესრულება ნებისმიერ ასაკში ნებისმიერ ადგილასაა შესაძლებელი - პარკშიც, საცობშიც, სახლშიც და ა. შ.
თუ ბავშვი ჯერ პატარაა, ვარჯიშები ერთად შეასრულეთ. ის თქვენ მოგბაძავთ და თანდათან აითვისებს ყველაფერს.
ვარჯიში, რომელიც ტვინის ნახევარსფეროთა ურთიერთკავშირის გაძლიერებისკენაა მიმართული, ავითარებს ასევე მოტორულ-მამოძრავებელ კოორდინაციას, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მეხსიერებას, ყურადღებას, მეტყველებას და დიქციას.
ნერვული სისტემა ფსიქოემოციური პროცესებიდან სხეულზე კონტროლის პროცესში გადადის, რითაც შფოთვისა და სტრესის დონე ქვეითდება. შედეგად ემოციურ-ნებელობით სფერო ძლიერდება და ბავშვის ქცევაც ჯანსაღია. ის ხდება უფრო გაწონასწორებული, მშვიდი და მონდომებული.
წაიკითხეთ როგორ შევასრულოთ ტვინის ვარჯიში