როგორ მოვუხადოთ შვილს ბოდიში, როცა ვცდებით - rogor.ge

როგორ მოვუხადოთ შვილს ბოდიში, როცა ვცდებით

ბოდიშის მოხდა არის ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი

ეს არის იმის აღიარება, რომ ცდებოდით და აჩვენეთ თქვენს შვილს, რომ შეცდომები შეიძლება გამოსწორდეს. იმის თქმა, „მე ვცდებოდი და ვეცდები გამოვასწორო“ არის სამაგალითო ნიშანი თქვენი შვილის, როგორც ადამიანის მიმართ პატივისცემისა.

თუ თქვენს შვილებს ბოდიშს მოუხდით როცა ცდებით, გახდებით კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლიანი მშობელი. ბავშვი დაინახავს, რომ თქვენ არ ხართ უშეცდომო, რომ უშვებთ შეცდომებს და გსურთ გამოასწოროთ. ამისთვის საჭიროა დაინახოთ შეცდომები, რომელიც არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ თქვენი შვილებისთვისაც ღირებული გაკვეთილი იქნება.

1-1663136459.png

პატივისცემა და თანმიმდევრულობა მნიშვნელოვანი ღირებულებებია

თანმიმდევრულობა ნიშნავს მაგალითის მიცემას. თანმიმდევრული მამა არ არის ის, ვისაც განსხვავებული მოსაზრებები აქვს მოვლენის შესახებ, არამედ ის, ვინც პატივს სცემს თავისი მოქმედებებითა და ცხოვრების წესით იმ წესებისა და ღირებულებების დაცვას, რომლებსაც ეყრდნობა მისი ოჯახი.

2-1663136471.png

წყარო: sharingideas.me