როგორ ჩამოვკიდოთ ტანსაცმელი სწორად: 10 მნიშვნელოვანი რჩევა
გარეცხეთ სათანადო რაოდენობის ტანსაცმელი
რჩევაა უბრალოდ გარეცხოთ მხოლოდ იმ რაოდენობის ტანსაცმელი, რომელსაც თოკზე თავისუფლად გააბავთ, სხვა შემთხვევაში სწორად არ გაშრება.
დაბერტყეთ ტანსაცმელი
სარეცხი მანქანიდან ტანსაცმლის ამოღებისას, ტანსაცმელი დაბერტყეთ ისე, რომ დაკუჭული ტანსაცმელი კარგად გაიშალოს. ეს გაგიმარტივებთ დაუთოებას.
წინასწარ გაასუფთავეთ თოკი
გაასუფთავეთ სპირტიანი ქსოვილით თოკი. ამით თავიდან აიცილებთ ტანსაცმლის დაბინძურებას.
ჩამოკიდეთ ტანსაცმელი თანმიმდევრულად
რაც შეეხება სამოსს, ყველაზე სქელი ნაჭერი უნდა დაკიდოთ იქ, სადაც კარგად განიავდება. მუქი ფერის ტანსაცმელი მზის სხივებისგან მოშორებით დაკიდეთ.
არ გამოიყენოთ იგივე სამაგრი დაკიდებისას
რეკომენდაციაა არ გამოიყენოთ ერთი და იგივე სამაგრი ორი განსხვავებული ტანსაცმლის ნაწილის შესაერთებლად. ნუ გადააფარებთ ერთმანეთს ორ ტანსაცმელს.
მოათავსეთ სხვადასხვა ტანსაცმელი სწორად
იქნება ეს კაბები, შარვლები, შორტები და სხვა მსგავსი, თქვენ უნდა ჩამოკიდოთ საშრობის ყველაზე სქელი ნაწილისკენ. ყველაზე თხელი და მსუბუქი ყოველთვის შუაში უნდა იყოს განთავსებული.
რამდენიმე სამაგარით დაამაგრეთ
ქარის დროს, ტანსაცმელს რამდენიმე სამაგრი გაუკეთეთ. გახსოვდეთ, ყოველთვის მოათავსეთ სამაგრი ცენტრში და არა ბოლოებში.
როგორ ჩამოვკიდოთ შავი ტანსაცმელი
ტანსაცმლის ან თოკის ბოლოებზე შავი ფერის ტანსაცმელი სტანდარტულად შეგიძლიათ ჩამოკიდოთ, ფერადი კი თავდაყირა.
აირჩიეთ დღის საუკეთესო დრო ტანსაცმლის ჩამოსაკიდებლად
უმჯობესია ტანისამოსი ჩამოკიდოთ დილით, რათა შუადღეს მზეზე ის მთლიანად გაშრეს.
ტანსაცმელი მთლიანად მშრალი უნდა იყოს
დაიმახსოვრეთ, თუ ტანსაცმელი მთლიანად არ გაშრება, ამან შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო სუნი. ამიტომ არ ჩამოხსნათ, სანამ ბოლომდე არ გაშრება.
წყარო: sharingideas.me