როგორ გავიქროთ თმებიდან ქიმიური დახვევის შემდგომი უსიამოვნო სუნი - rogor.ge

როგორ გავიქროთ თმებიდან ქიმიური დახვევის შემდგომი უსიამოვნო სუნი

ჩამოიბანეთ თმა ნეიტრალიზატორის გამოყენებამდე. სთხოვეთ სტილისტს, რომ კარგად ჩამოგბანოთ თმა 5 წუთის განმავლობაში. ნეიტრალიზატორის გამოყენებამდე ის დიდი ალბათობით იყენებს გამწმენდ შამპუნს დაგროვილი ქიმიკატების მოსაშორებლად. ეს უზრუნველყოფს თმის სწორად გაწმენდას ქიმიკატების გამოყენებამდე, რაც ხელს შეუწყობს ქიმიური სუნის აღმოფხვრას.

დაიბანეთ თმა გამწმენდი შამპუნით. ღრმა გამწმენდი შამპუნი დაგეხმარებათ აღმოფხვრათ ქიმიური სუნი, ეს შამპუნები ეფექტურია ქლორის და სხვა ქიმიკატების მოსაშორებლად, რომლებიც რჩება თმაზე. დაიბანეთ თმა კვირაში ერთხელ ღრმა გამწმენდი შამპუნით.ამის შემდეგ წაისვით კონდიციონერი. კონდიციონერი დაეხმარება თქვენს თმას შეინარჩუნოს ტენიანობა, დაიცავს ხვეულებს და დატოვებს შესანიშნავ სუნს. ქიმიური დახვევის შემდეგ დაუყოვნებლივ დაბანამ შეიძლება გააფუჭოს ახლად დახვეული კულულები, ამიტომ უმჯობესია დაელოდოთ მინიმუმ 2-3 დღე.

1-1663043154.png

წაისვით თმის ნიღაბი ქოქოსის ზეთით. ქოქოსის ზეთი შეგიძლიათ ნახოთ სასურსათო მაღაზიაში. მას აქვს შესანიშნავი კონდიცირების თვისებები, აქვს სასიამოვნო ტკბილი სუნი და ხელს შეუწყობს ქიმიური სუნის დაფარვას. ქოქოსის ზეთს ასევე აქვს ანტიმიკრობული თვისებები. კვირაში ერთხელ წაისვით ქოქოსის ზეთი თმაზე, დაივარცხნეთ და შემდეგ თითებით შეიზილეთ ზეთი თავის კანზე. ზეთის განაწილების შემდეგ შეიხვიეთ თმა პირსახოცით 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაიბანეთ თმა, წაისვით თმაზე კონდიციონერი და ჩამოიბანეთ.

3-1663043166.png

გააკეთეთ თმის ნიღაბი ეთერზეთებით. ლავანდის ან ვარდის ეთერზეთის გამოყენების შემდეგ თმაზე სასიამოვნო სუნი გექნებათ.შეურიეთ თქვენს მიერ არჩეული ეთერზეთის 8-10 წვეთი 2 სუფრის კოვზ (30 მლ) ქოქოსის ან ზეითუნის ზეთს. შეიზილეთ ეს ნარევი თავზე. შეიხვიეთ თმა პირსახოცში ან დაიდეთ შხაპის ქუდი და გაიჩერეთ მთელი ღამით. დილით ჩამოიბანეთ თმა თბილი წყლით.

4-1663043179.png

მოამზადეთ საკვები სოდის ნარევი. საკვები სოდა ხელს შეუწყობს არასასიამოვნო სუნის განეიტრალებას და შთანთქმას. კვირაში ერთხელ წაისვით თმაზე სოდის ნარევი, რათა აღადგინოთ pH დონე და მოიცილოთ ქიმიური სუნი. შეურიეთ 3 წილი საკვები სოდა 1 წილ წყალს. სოდის რაოდენობა დამოკიდებული იქნება თმის სიგრძესა და სიმკვრივეზე. მიღებული ნაზავი წაისვით სველ თმაზე და დაიდეთ შხაპის ქუდი. გაიჩერეთ 20-30 წუთის განმავლობაში ჩამობანამდე.

5-1663043189.png

წყარო: wikihow.com