როგორ გავტეხოთ მამაკაცის გრძნობების საიდუმლო კოდი - კაცის 5 სისუსტე, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს - rogor.ge

როგორ გავტეხოთ მამაკაცის გრძნობების საიდუმლო კოდი - კაცის 5 სისუსტე, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

გარემოს გავლენა

ბიჭები გაცილებით სოციალური არსებები არიან, მათთვის ავტორიტეტი უმნიშვნელოვანესია, ამიტომ საკუთარი პიროვნების იდენტიფიცირებას სწორედ სხვისი აღქმიდან ცდილობენ. წარმოიდგინეთ სურათი - მათ ბავშვობიდან ესმით, რომ ბიჭები არ ტირიან, რომ ზედმეტი მგრძნობელობა არამამაკაცურია, რომ შიშის გამოხატვა კაცისაგან (რაც ადამიანისთვის სრულიად ბუნებრივი შეგრძნებაა) სამარცხვინოა და ა.შ. ამ სტერეოტიპული მიდგომების გამო, ისინი პატარაობიდანვე ეჩვევიან ნამდვილი ემოციების დაფარვას, რადგან ამით მათ ავტორიტეტს საფრთხე ემუქრება.

ვერ ფლობენ საკუთარ ემოციებს

ეს პუნქტი ბუნებრივი გაგრძელებაა წინა პუნქტის. იმის გამო, რომ ისინი საკუთარ თავში ახშობენ ბევრ შეგრძნებასა და ემოციას, მათ აქვთ სუსტად განვითარებული უნარი გაუმკლავდნენ მათ და სწორად მართონ ისინი. საკუთარი ემოციების გამოსახატად, ვერ პოულობენ საჭირო სიტყვებსა და ფორმებს. ამიტომ ხშირია შემთხვევა, რომ მათი არასწორად ესმით. პირად ურთიერთობებში ვერ არიან მოქნილები, ვერ ლავირებენ შესაბამისად, არ შეუძლიათ იყვნენ თანმიმდევრულნი.

მამაკაცები მხოლოდ იქ გამოხატავენ თავიანთ თავს სრულად, სადაც ამისთვის არსებობს უსაფრთხო პირობები და სადაც დარწმუნებულლნი არიან მათ გრძნობებს შესაბამისად აღიქვამენ. ნახეთ როგორ იქცევიან ისინი სპორტულ ღონისძიებებზე - მოედნებზე სულაც არ არის უჩვეულო უზარმაზარი ტემპერამენტისა და სითბოს გამოვლენა ერთმანეთის მიმართ. ეხუტებიან ერთმანეთს, ულოცავენ წარმატებას, ამხნევებენ. ფეხბურთის, კალათბურთის თუ ჰოკეის დროს სრულიად მისაღებია ემოციების გამოხატვა ყველაზე დიდი მაჩოსთვისაც კი. სხვაგან შეუძლებელია ნახო ამდენი მამაკაცი როგორ თავისუფლად ავლენს სითბოს. იგივე მამაკაცი სხვა გარემოში, სავარაუდოდ, არასოდეს იქნება ამდენად გახსნილი. წაიკითხეთ სრულად