როგორ გავახალისოთ თეთრი ფერის კედლები - rogor.ge

როგორ გავახალისოთ თეთრი ფერის კედლები

დეკორატიული თეფშები

დეკორატიული თეფშები ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, მით უმეტეს მინიმალისტურ ინტერიერში. თეთრი კედლები ამ შემთხვევაში ფონის როლს შეასრულებს.

ბოხო სტილი

თეთრი კედლების გაფორმების მყუდრო და დახვეწილი საშუალება. საამისოდ გამოდგება მაკრამე, პოსტერი, ნებისმიერი დეკორი ბოხოს სტილში. ეს ძალიან დახვეწილი და ესთეტიური სტილია.

ღია შესანახი სისტემა

ეს ის ვარიანტია, რომლითაც ერთდროულად ორ კურდღელს მოკლავთ, თეთრ კედლებსაც გამოაცოცხლებთ და ფუნქციასაც შეჰმატებთ.

მცენარეები

უბრალო და ყოველთვის მომგებიანი ვარიანტი ნებისმიერი ინტერიერისთვის. განაგრძეთ კითხვა