როგორ უნდა მართოს ავტომობილი ორსულმა? - rogor.ge

როგორ უნდა მართოს ავტომობილი ორსულმა?

რეკომენდებულია თუ არა ორსული ქალისთვის მანქანის მართვა მშობიარობამდე?

ორსულობის მესამე მესამედში ფეხმძიმე ქალებმა მანქანა მხოლოდ მოკლე დისტანციებზე უნდა მართონ. საქმე ისაა, რომ ამ დროს ბავშვი უკვე საკმაოდ დიდია და მუცელში ცოტა სივრცე აქვს. მეანი ქალი: ”მუცელში მყოფ ბავშვს არ მოსწონს, როცა დედა საჭესთან წელში მოხრილი ზის. პატარები ამ დროს ხშირად ურტყამენ ხოლმე დედებს, რაც შეიძლება საკმაოდ მტკივნეული იყოს და საჭესთან მჯდომ დედას კონცენტრაცია დააკარგვინოს.” როცა მშობიარობამდე 6 კვირა დარჩება, სასურველია, რომ ფეხმძიმე ქალმა მანქანა მარტომ აღარ მართოს. საუკეთესო შემთხვევაში კი, საჭესთან საერთოდ აღარ უნდა დაჯდეს.

კიდევ რას უნდა მიაქციონ ყურადღება ორსულმა მძღოლებმა?

”თუკი შორ გზაზე წასვლა გარდაუვალია, ფეხმძიმე მძღოლებმა ხშირად უნდა შეისვენონ, კარგად უნდა იკვებონ და ბევრი სითხე უნდა მიიღონ,” - ასეთია პეეკის რჩევა

ორსულობის რომელი თვიდან უშლის ხელს ბავშვს უსაფრთხოების ღვედი? შეუძლიათ ფეხმძიმე ქალებს ღვედზე უარის თქმა?

არავითარ შემთხვევაში! იმიტომ, რომ ავარიის შემთხვევაში მუცლით პირდაპირ საჭეს შეასკდებით, რაც ბავშვისთვისაც და დედისთვისაც შეიძლება დამღუპველი იყოს.

როგორ უნდა შეიკრას ღვედი ორსულმა ქალმა?

ღვედი მუცელსა და თეძოებს შორის უნდა გადიოდეს (იხილეთ გრაფიკა). იმისათვის, რომ ღვედი ზემოთ არ აცურდეს, ორსულებისთვის სპეციალური აღკაზმულობაც არსებობს. უსაფრთხოების ღვედი აუცილებლად მუცლის ქვემოთ უნდა შემოატაროთ, რათა მყისიერი მუხრუჭის ან ავარიის დროს საშვილოსნოს არ მოუჭიროს.

წყარო: autocar.ge