როგორ გავიზარდოთ გრძელი და ძლიერი ფრჩხილები - rogor.ge

როგორ გავიზარდოთ გრძელი და ძლიერი ფრჩხილები

შეწყვიტეთ ფრჩხილების კვნეტა. ფრჩხილების კვნეტა საზიანოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის რეგულარული ნერვული ჩვევაა, მას შეუძლია გამოიწვიოს კანის ბაქტერიული ინფექციები ხელებზე და პირის ღრუში. შეეცადეთ შეინარჩუნოთ კარგად გაპრიალებული ფრჩხილები. დაღეჭეთ რეზინი, როცა მოწყენილი ხართ. თუ არ გაქვთ რეზინა, ითამაშეთ პატარა ბურთით, მონეტით და ა.შ. არ მოიწიწკნოთ კანი ფრჩხილების გარშემო. თქვენ შეიძლება დაარწმუნოთ საკუთარი თავი, რომ მხოლოდ ფრჩხილების გარშემო კანის კბენით, რეალურად არ აზიანებთ ფრჩხილს. ეს მცდარია და გამოიწვევს თქვენი ფრჩხილების შესუსტებას ნერწყვით დამატებული ტენიანობის გამო და გახდის თქვენს ფრჩხილებს მსხვრევისკენ მიდრეკილს. ჯერ ერთ ფრჩხილზე კვნეტას გადაეჩვიეთ, შემდეგ კი დანარჩენზე. იფიქრეთ თერაპევტთან ვიზიტზე, რა უნდა იწვევდეს ამგვარ ნერვულ რეაქციებს.

1-1662932525.png

შეწყვიტეთ აკრილისა და გელის ტარება. აკრილის ან გელის მანიკურის ნაჩქარევი მოცილება ტოვებს თქვენს ფრჩხილებს მშრალს და მტვრევადს, რის შედეგადაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ გაიზარდოს. თუ გსურთ წაისვათ გელის ან აკრილის მანიკური, სცადეთ მონაცვლეობით. გააკეთეთ ტრადიციული მანიკური გელის ან აკრილის მანიკურს შორის.

2-1662932548.png

შეწყვიტეთ ლაქის აქერცვლა. ლაქის აქერცვლა ხშირად აშორებს თქვენს ფრჩხილს ზედა ფენას. ეს ქმნის სუსტ საფუძველს თქვენი ფრჩხილებისთვის.

3-1662932562.png

აუცილებლად წაისვით საბაზისო საფარი ფრჩხილზე. შესაძლოა ეს ეტაპი გამოტოვოთ, როდესაც გეჩქარებათ და გსურთ, რომ თქვენი ლაქი სწრაფად გაშრეს. თუმცა, როდესაც თქვენ გამოტოვებთ ამ ნაბიჯს, შედეგად აზიანებთ თქვენს ფრჩხილს. ის იცავს თქვენი ფრჩხილების ზედაპირს, გარდა ამისა, ხელს უწყობს ლაქის ფრჩხილებზე ფორმირებას.

4-1662932575.png

შეწყვიტეთ ფრჩხილების იარაღად გამოყენება. ეტიკეტების, წებოს მოცილება ან გასაღების რგოლის ამოღება არის ყველაფერი, რამაც შეიძლება ადვილად დააზიანოს თქვენი ფრჩხილები. შეიძლება ვერც კი მიხვდეთ, რომ ამას აკეთებთ, მაგრამ თუ გსურთ კარგი ფრჩხილები, უნდა დაიწყოთ ამის შემჩნევა. ასევე, ეცადეთ ხშირად არ გქონდეთ წყალში ფრჩხილები. ამან შეიძლება დაარბილოს ფრჩხილი და გახადოს ის მეტად სუსტი. ამიტომ გამოიყენეთ მაკრატელი ან სხვა ხელსაწყო, რომელიც დაგეხმარებათ გახსნათ, გაფხიკოთ ან ამოიღოთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ დღის განმავლობაში. მოერიდეთ ისეთ აქტივობებს, რომლებიც თქვენი ფრჩხილის მოღუნვას გამოიწვევს.

5-1662932588.png

წყარო: wikihow.com