როგორ მოვაწყოთ გარდერობი საშემოდგომოდ - rogor.ge

როგორ მოვაწყოთ გარდერობი საშემოდგომოდ

აუცილებლად დაგჭირდებათ მოსაცმელი. თუ არ გსურთ გადადოთ თქვენი საყვარელი ჯგუფის მაისური ან საზაფხულო კაბა, მოსაცმელი საშუალებას გაძლევთ შემოდგომის თვეებშიც ჩაიცვათ იგი. მოიცვით ლამაზღილებიანი პიჯაკი ან ბლეზერი უფრო მოკლესახელოიან მაისურზე ან კაბაზე. ასევე, შესაძლებელია გრძელმკლავიანი მაისური ჩაიცვათ უმკლავებოს შიგნით.

1-1662876887.png

გამოიყენეთ კოლგოტები. თუ გსურთ ჩაიცვათ საზაფხულო ქვედაკაბა ან შორტი, შეგიძლიათ ჩაიცვათ კოლგოტზე. ამიტომაც ის შესანიშნავი დამატებაა საშემოდგომო გარდერობისთვის. თუ თქვენ გაქვთ, თეთრი კოლგოტი შეგიძლიათ ჩაიცვათ უფრო თბილი ფერის შორტებთან ერთად, როგორიცაა ნარინჯისფერი ან ქარვისფერი. ეს თქვენს სამოსს უფრო შესაფერის ელფერს მისცემს.

2-1662876900.png

დაამატეთ ჰუდი თქვენს გარდერობში. კაპიუშონიანი ჰუდი საკმაოდ მოსახერხებელია შემოდგომის ახალ სეზონზე. თუ მეგობრებთან ერთად გადიხართ და ზედმეტი ფიქრის დრო არ გაქვთ, აუცილებლად აირჩიეთ ჰუდი სასურველ ფერებში.

3-1662876913.png

დატოვეთ თქვენს გარდერობში საზაფხულო ფეხსაცმელი. არ არის საჭირო სანდლების დაუყოვნებლივ გადაგდება. სანამ საკმარისად თბილა, მიზანშეწონილია განაგრძოთ სანდლების ტარება.

4-1662876927.png

თანდათან დაამატეთ საშემოდგომო ქსოვილები. ქაშმირი, მატყლი, ტვიდი და ფლანელი ჩვეულებრივ ასოცირდება შემოდგომის თვეებთან. შემოდგომით, ალბათ, იქნება დღეები, რომლებიც ოდნავ თბილი იქნება და შეიძლება არაკომფორტულად იგრძნოთ თავი, ამიტომ მოიცვით ისეთ რამეზე, რაშიც ძალიან არ დაგცხებათ შემოდგომის პირველ დღეებში.

5-1662876939.png

გამოიყენეთ ტყავის ქურთუკი. ტყავი ყოველთვის ელეგანტურია და მას შეუძლია სითბო შეგინარჩუნოთ შემოდგომის თვეებში. ტყავის ქურთუკი შეიძლება ჩაიცვათ უფრო გრილ მაისურზე, რათა ძალიან არ დაგცხეთ.

6-1662876952.png

წყარო: wikihow.com