როგორ გავამთელოთ გატეხილი გული - rogor.ge

როგორ გავამთელოთ გატეხილი გული

დაიწყეთ მსუბუქი ვარჯიშები. იარეთ სპორტდარბაზში, ირბინეთ პარკში დილაობით, ან უბრალოდ გამოდით გარეთ სასეირნოდ. ფიზიკური აქტივობა ზრდის ტვინში სეროტონინის რაოდენობას, რომელიც მოქმედებს, როგორც ბუნებრივი ანტიდეპრესანტი და აუმჯობესებს თქვენს განწყობას. თქვენ ასევე გექნებათ მეტი ენერგია და უკეთესად იგრძნობთ თავს. ნუ ჩაიკეტებით სახლში. გაიარეთ ჯგუფური ფიტნეს გაკვეთილები, ან ეწვიეთ სპორტდარბაზს მეგობართან ერთად. არ აქვს მნიშვნელობა რა ვარჯიშს აირჩევთ. ვარჯიშის დაწყებიდან სულ რაღაც 5 წუთში იგრძნობთ, რომ განწყობა აგიმაღლდათ.

1-1662875915.png

ბევრი იცნეთ. სიცილი მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო წამალია ცხოვრებაში! გარკვეული დრო დაუთმეთ იმ აქტივობებს, რომლებიც გამხიარულებთ. უყურეთ კომედიურ ფილმებს, რომლებიც თქვენთვის სასაცილოა, გადახედეთ სასაცილო მემებს სოციალურ მედიაში, დაურეკეთ კარგი იუმორის მქონე მეგობარს სასაუბროდ და ა.შ. ეცადეთ თავიდან აიცილოთ სასაცილო რაღაცეები, რომლებიც თავიდან შეგახსენებთ თქვენს ყოფილს. გამოტოვეთ ფილმი, თუ ის ერთად ყოფნის პერიოდში გიყვარდათ.

2-1662875930.png

გააკეთეთ ის, რაც აქამდე არასდროს გაგიკეთებიათ. მიუხედავად იმისა, აირჩევთ ლაშქრობას, სერფინგს თუ ცეკვას, გარკვეული დრო დაუთმეთ საკუთარ თავს ახალი და საინტერესო საქმეების გასაკეთებლად. ისიამოვნეთ თქვენი თავისუფლებითა და დამოუკიდებლობით! დაუთმეთ ეს დრო ყველა იმ სახალისო საქმის კეთებას, რისი გაკეთებაც თქვენს პარტნიორს არასოდეს სურდა ან სიამოვნებდა თქვენთან ერთად. მაგალითად, შესაძლოა თქვენს პარტნიორს არასოდეს სურდა ჩინური საკვების გასინჯვა. ახლა კი შესანიშნავი დროა ამის გასაკეთებლად.

3-1662875946.png

შეიცვალეთ გარეგნული იერი. განაახლეთ თქვენი სახე თმის შეჭრის, ფერის ან სტილის შეცვლით. გაასუფთავეთ თქვენი გარდერობი და გააჩუქეთ ყველაფერი, რასაც აღარ იცვამთ. შეიძინეთ ახალი სამოსი. ახალ იერს შეუძლია თქვენს თვითშეფასებას დამსახურებული სტიმული მისცეს! იფიქრეთ სახის, მასაჟის, პედიკურის ან მანიკურის გაკეთებაზე. გარდა ამისა, მასაჟი დაგეხმარებათ ორგანიზმის დაძაბულობის მოხსნაში.

4-1662876067.png

აწარმოეთ დღიური, რათა გადმოსცეთ თქვენი გრძნობები. დაწერეთ იმის შესახებ, რაც გინდათ, იქნება ეს დაშორება თუ სხვა რაიმე პრობლემა, რომელსაც თქვენ განიცდით. მიეცით საკუთარ თავს "გრძნობებისგან დაცლის" საშუალება. ამის შემდეგ თავს ბევრად უკეთესად იგრძნობთ.

5-1662876091.png

შეადგინეთ თქვენი ძლიერი მხარეების სია. დაშორებამ შეიძლება დაგიტოვოთ საკუთარი თავის მიმართ უსიამოვნო გრძნობები. ხშირია საკუთარი თავის დადანაშაულება დაშორების შემდეგ, ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს თვითშეფასებას. გარკვეული დრო დაუთმეთ ყველა იმ კარგ თვისებაზე ფიქრს, რაც თქვენ გაქვთ. ჩამოწერეთ ისინი და შეახსენეთ საკუთარ თავს ყოველდღიურად. ეს შეიძლება იყოს იუმორი, ინტელექტი, სილამაზე, შრომისმოყვარეობა, თანაგრძნობა და სხვა.

შეეცადეთ არ დაივიწყოთ თქვენი პასუხისმგებლობები. თქვენ გარკვეულ დროს უთმობთ მწუხარებას, მაგრამ არ დაივიწყოთ სხვა პასუხისმგებლობები. განაგრძეთ მუშაობა კარიერული წინსვლისთვის. იძინეთ საკმარისად, მიირთვით ჯანსაღი საკვები და მოერიდეთ დარდის დაძლევის ისეთ მექანიზმებს, როგორიცაა ჭარბი სასმელი და სხვა.

7-1662876105.png

წყარო: wikihow.com