11 შეცდომა, რომელიც ამტკიცებს, რომ ქალების 80%-მა არ იცის, როგორ ატაროს სწორად შიდა თეთრეული
ზედმეტი Push-up. გადაჭარბებული არ ნიშნავს ლამაზს და მიმზიდველს.
სილიკონის სამხრეები, რომლებსაც ქალები ხშირად მოხდილი სამოსის შიგნით იცვამენ. სილიკონის სამხრეებიანი ბიუსტჰალტერის ტარებისას, თქვენ თითქოს იძლევით სიგნალს: ჩემი მკერდი იდეალური არ არის! უმჯობესია, შეარჩიოთ უსამხრეებო ლიფი ან ლიფი-ტრანსფორმერი, რომლის სამხრეებსაც, როგორც მოგესურვებათ, ისე გადააკეთებთ
სინთეტიკური ქსოვილის მაქმანებიანი ტრუსები. დაიმახსოვრეთ: ყოველდღიურად გამოსაყენებელი ხარისხიანი ტრუსები 80% ბამბის და 20% ელასტინისგან (რათა ფორმა არ დაკარგოს) უნდა შედგებოდეს. უკიდურეს შემთხვევაში, უბე აუცილებლად ბუნებრივი ქსოვილის უნდა ჰქონდეს. სხვა დანარჩენი განსაკუთრებული შემთხვევებისთვის გადაინახეთ.
ღრმად ამოჭრილსახელოებიანი მაისურები ან ტოპები, რომლიდანაც ბიუსტჰალტერის სამხრეები მოჩანს. ხშირად ასეთი მაისურების ქვეში სილიკონის სამხრეებიან ბიუსტჰალტერებსაც იცვამენ: ორივე შემთხვევა შეცდომაა. დაიმახსოვრეთ: ბიუსტჰალტერის სამხრეები არ უნდა ჩანდეს ტანსაცმლიდან, თუნდაც ასე დადიოდეს ქალების უმეტესობა.
უხეში შეცდომაა – თეთრი ტრუსი თეთრი შარვლის ქვეშ. თეთრი სამოსის ქვეშ მხოლოდ ხორცისფერი საცვალი უნდა ჩაიცვათ და ამასთან, აჯობებს, მას არ ჰქონდეს უხეში ნაკერები. განაგრძეთ კითხვა