როგორ ავიცილოთ ძუძუთი კვებასთან დაკავშირებული პრობლემები
რძის განუწყვეტელი დენა ძუძუდან პირველ კვირებში კვებიდან კვებამდე რძე შეიძლება უხვად გდიოდეთ. მკურნალობა: რძის ნაწილს მკერდის საფენები შეიწოვს, ოღონდ ხშირად გამოიცვალეთ, რადგან სისველემ შეიძლება კანი გააღიზიანოს. თუ რძე უხვად გდით, მკერდის პლასტმასის საფარი გამოიყენეთ. პროფილაქტიკა: შეუძლებელია. თუმცა ძუძუდან რძის დენა იმის ნიშანია, რომ რძე უხვად გაქვთ და მკერდი არ გაგისივდებათ. დენა შემცირდება, როცა რძე ბავშვის მოთხოვნის შესაბამისად წამოვა.
დახშული სადინარები ძუძუზე პატარა, მაგარი, მტკივნეული წარმონაქმნი იმის ნიშანია, რომ რძის ერთ-ერთი სადინარი დაიხშო. მკურნალობა: ძუძუ ცხელი წყლით დაიბანეთ და ნაზად დაიზილეთ, შემდეგ ბავშვს მოაწოვეთ. შეიძლება ძლიერი წუთიერიი ტკივლი იგრძნოთ, მაგრამ სადინარი უნდა გაიხსნას. თუ სადინარი არ გაიხსნა, იმავე დღეს ეჩვენეთ ექიმს. პროფილაქტიკა: ნუ ჩაიცმევთ მოჭერილ ბიუსტჰალტერს, ხოლო წოვების ან გამოწველის დროს ძუძუს ხელს მაგრად ნუ დააჭერთ.