როგორ ავიცილოთ ძუძუთი კვებასთან დაკავშირებული პრობლემები
რძის განუწყვეტელი დენა ძუძუდან. პირველ კვირებში, კვებიდან კვებამდე რძე შეიძლება უხვად გდიოდეთ.
მკურნალობა: რძის ნაწილს მკერდის საფენები შეიწოვს, ოღონდ ხშირად გამოიცვალეთ, რადგან სისველემ შეიძლება კანი გააღიზიანოს. თუ რძე უხვად გდით, მკერდის სპეციალური საფარი გამოიყენეთ.
პროფილაქტიკა: შეუძლებელია. თუმცა ძუძუდან რძის დენა იმის ნიშანია, რომ რძე უხვად გაქვთ და მკერდი არ გაგისივდებათ. დენა შემცირდება, როცა რძე ბავშვის მოთხოვნის შესაბამისად წამოვა. იყიდეთ რძის გამოსაწველი აპარატი და როდესაც ჩამდგარი რძე შეგაწუხებთ, გამოიწველეთ.
დახშული სადინარები ძუძუზე. პატარა, მაგარი, მტკივნეული წარმონაქმნი იმის ნიშანია, რომ რძის ერთ-ერთი სადინარი დაიხშო. მკურნალობა: ძუძუ ცხელი წყლით დაიბანეთ და ნაზად დაიზილეთ, შემდეგ ბავშვს მოაწოვეთ. შეიძლება ძლიერი წუთიერი ტკივლი იგრძნოთ, მაგრამ სადინარი უნდა გაიხსნას. თუ სადინარი არ გაიხსნა, იმავე დღეს ეჩვენეთ მასაჟისტს.
პროფილაქტიკა: ნუ ჩაიცმევთ მოჭერილ ბიუსტჰალტერს, ხოლო წოვების ან გამოწველის დროს ძუძუს ხელს მაგრად ნუ დააჭერთ.
მასტიტი. დახშული სადინარი შეიძლება დაინფიცირდეს და სიცხემ აგიწიოთ. დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს. თუ მასტიტს არ მიხედავთ, შეიძლება მკერდის აბსცესად გადაიქცეს და ოპერაცია დაგჭირდეთ.
მკურნალობა: ექიმი დაგინიშნავთ ანტიბიოტიკებს. ბავშვს მაინც ორივე ძუძუ აწოვეთ.
პროფილაქტიკა: ორივე ძუძუს რეგულარული წოვება თავიდან აგარიდებთ მასტიტს. ასევე, გამოწველა და მასაჟი. მკერდზე წარმოქმნილ სიმაგრეს მკურნალობის გარეშე ერთ დღეზე მეტ ხანს ნუ დატოვებთ.
დვრილების ტკივილი ან ნახეთქები. თუ ბავშვი არასწორად გიჭირავთ, ის ძუძუს კარგად ვერ მოჰკიდებს პირს, კანი გაგიწითლდებათ, დვრილები აგტკივდებათ და წოვება აუტანელი გახდება. დვრილების ტკივილის არიდების საუკეთესო გზა ბავშვის სწორად დაჭერაა-მას წოვებიისას მთელი დვრილი უნდა ედოს პირში. თუ დვრილებზე ნახეთქები გაგიჩნდათ, წოვებისას მწვავე ტკივილს იგრძნობთ. ჭრილობა რამდენიმე დღეში შეხორცდება.
მკურნალობა: 1) წოვების შემდეგ საგულდაგულოდ შეიმშრალეთ დვრილები და ეცადეთ, დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში შიშველი იქონიოთ. ლიფის შიგნით, დვრილებზე, საფარი ატარეთ. ასე დვრილები მალე შეგიხორცდებათ.
2) შეცვალეთ ბავშვის პოზა კვების დროს, რათა დაწოლა არეოლის სხვადასხვა ნაწილზე მოხდეს.
3) ის ძუძუ, რომელიც უფრო გტკივათ, ერთი დღის განმავლობაში იწველეთ.
4) ძუძუს დაცლიდან ორ წუთში ბავშვი ძუძუ მოაცილეთ.
5) ბავშვს ნეკა თითი პირის კუთხეში ჩაუცურეთ და ძუძუს ფრთხილად მოაშორეთ. პროფილაქტიკა: დარწმუნდით, რომ ბავშვი მთელ არეოლას იდებს პირში. კვებიდან კვებამდე დვრილები მშრალი უნდა გქონდეთ.
6) წაისვით სპეციალური მალამო.