როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება სექტემბერში - ასტროლოგიური პროგნოზი ყველასთვის - rogor.ge

როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება სექტემბერში - ასტროლოგიური პროგნოზი ყველასთვის

22 სექტემბრამდე მზე ქალწულის ზოდიაქოშია. ქალწული მოგვიწოდებს, წესრიგისა და აკურატულობისკენ. ამ პერიოდში ხდება მოსავლის აღება და დაბინავება; ადამიანი მომართულია მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, დაგროვებაზე. თავად ქალწული საუკეთესო თანამშრომელია და ჩვენც გვირჩევს, სრულყოფილებამდე მივიყვანოთ ის საქმე, რასაც ვაკეთებთ. უნდა ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე, დავნერგოთ ცხოვრებაში სასარგებლო თვისებები. 15-19 სექტემბერს მზე ნეპტუნს დაუპირისპირდება. ამ პერიოდში ნუ გააიდეალებთ ადამიანებს, იდეებს, საქმეებს. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი, მოერიდეთ უძილობას. 19 სექტემბერს ცვლილებების დღეა. მიხვდებით, რა უნდა მოიცილოთ, რისგან უნდა გათავისუფლდეთ. 25-27 მზე იუპიტერს დაუპირისპირდება და ნუ გაგიკვირდებათ, თუ ადამიანებში მოიმატებს ამბიციურობა, განდიდების მანია. არ გირჩევთ ჯიუტად საკუთარი აზრის მტკიცებას, მოუსმინეთ მოსაუბრესაც. იყავით დიპლომატიური, მომართული კომპრომისზე, არავისთან იკამათოთ.

მარსი ტყუპშია (ამ მოვლენასთან დაკავშირებით ვრცელი სტატია პროგნოზით დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ) 20 აგვისტოდან, საიდანაც გამოვა 2023 წლის 25 მარტს. მარსი ტყუპში არის მოქნილი, აქტიური, საუკეთესო ორატორი და ვაჭარი. აგრეთვე, ახასიათებს "განმგმირავი" გამონათქვამები. იყავით ფრთხილად აალებად, მჭერ და ბასრ საგნებთან. არ გირჩევთ საჭესთან სიჩქარის გადაჭარბებას.

ვენერა ქალწულში გადავა 5 სექტემბერს და დარჩება 29 სექტემბრამდე, 29-ში თავის ნიშანს - სასწორს ესტუმრება 23 ოქტომბრამდე. 5-მდე შეგიძლიათ საკუთარი თავი გაინებივროთ ლამაზი, ძვირფასი საჩუქრით. განახორციელოთ შემოქმედებითი იდეა. ქალწულში ყოფნის დროს კი ვენერა მეტად პრაგმატულია. 29 სექტემბრიდან, როცა ვენერა სასწორში იქნება, შეყვარებულებს დაქორწინება, მარტოხელებს კი დაწყვილება მოუნდებათ. 16 სექტემბერს ვენერას სატურნი დაუპირისპირდება. შეიძლება მოგვეჩვენოთ, რომ საყვარელ ადამიანს სათანადოდ არ უყვარხართ, ზედმეტად მკაცრი და მომთხოვნია თქვენ მიმართ. იყავით მოსიყვარულე და მზრუნველი; თავად გამოხატეთ რომანტიკული გრძნობები საყვარელი ადამიანის მიმართ.

მერკური ახლა სასწორშია, მაგრამ 10 სექტემბერს, სავსემთვარეობაზე რეტროგრადული სვლით ქალწულში დაბრუნდება და მერე სწორი სვლით ისევ გააგრძელებს სვლას სასწორში. გაითვალისწინეთ, რომ 10 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, სანამ მერკური რეტროგრადული იქნება, გახშირდება შეფერხებები, გაურკვევლობები და მაქსიმალური ყურადღება გამოავლინეთ. მერკურის რეტროგრადულობა საშუალებას გვაძლევს გადავხედოთ ძველ საქმეებს, ურთიერთობებს, გამოვასწოროთ, გადავაკეთოთ. შევიტანოთ კორექტივები. ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ფაქტებს და თავადაც გააკონტროლეთ, რას ავრცელებთ. 22-24 სექტემბერს ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, ნუ გააფორმებთ დოკუმენტებს, ხელშეკრულებებს. იყავით დაკვირვებული მგზავრობისას.

სავსემთვარეობას ველოდებით 10 სექტემბერს, 13:59-ზე თევზების მე-18 გრადუსში. ამ დღეს მზე და მთვარე ერთმანეთს უპირისპირდება. ემოციები მომატებულია და ეცადეთ, არ გადავარდეთ ილუზიებში, არ გახდეთ აფერისტების მსხვერპლი. მაქსიმალურად მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას ოჯახის წევრებთან, ნათესავების მიმართ იყავით თბილი და მოსიყვარულე. შეიძლება მიიღოთ საჭირო ინფორმაცია, რასაც წინსვლისთვის გამოიყენებთ. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებთანაც ადრე საქმე ან გრძნობები გაკავშირებდათ. კარგი იქნება, თუ მეტ დროს დაუთმობთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას, დაწყებული პროექტების დასრულებას. სანამ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამთ, ჰკითხეთ რჩევა გამოცდილ ადამიანებს. სავსემთვარეობის მოვლენებსა და ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ნიშნებისთვის ტრადიციულად მოგვიანებით გაგაცნობთ.

16 სექტემბერს სელენა თევზების ნიშანში გადადის, სადაც დარჩება 2023 წლის 16 აპრილამდე. სელენა არის ჩვენი მფარველი ანგელოზი. დაცულები ვართ იმ სფეროში, რომელ ნიშანს ან სახლს გადის. სელენას ტრანზიტზე თევზების ნიშანში და ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ნიშნებისთვის უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.

23 სექტემბერს შემოდგომის ბუნიობა გველოდება; მზე სასწორის პირველ გრადუსში გადადის, სადაც 22 ოქტომბრამდე გაჩერდება. სასწორი განაგებს სიყვარულს, ქორწინებას, რომანტიკულ ურთიერთობებს, კანონს, თანამშრომლობას, პარტნიორობას, კონსულტაციას. მზის სასწორში ყოფნის დროს გააქტიურდება ეს თემები და ეცადეთ, თავადაც მომართული იყოთ, რომ გაიუმჯობესოთ საქმიანი და სასიყვარულო ურთიერთობები, დამოკიდებულება კლიენტებთან, კონსულტანტებთან. ბუნიობის დღეს მოგიწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. ზოგიერთის ცხოვრებაში გამოგიჩნდება ადამიანი, ვინც თქვენი გურუ, პარტნიორი გახდება. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ ურთიერთობის გაუმჯობესება, განახლება, ზოგმა კი წერტილი დასვათ და დაასრულოთ. ისე იმოქმედეთ, რომ გამარჯვებული თქვენ იყოთ.

სექტემბერში ურანისა და სატურნის კვადრატი გველოდება. ეს არის ცვლილებების ასპექტი. ინოვაციები ჩაანაცვლებს დრომოჭმულს. ასპექტი აქტიურია 25 სექტემბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით. მოსალოდნელია განახლებები, ცვლილებები წესებში, სტრუქტურაში. რეორგანიზაციებია მოსალოდნელი ძველ სისტემაში. დაფიქრდით, რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ, რა უნდა შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში.

ახალმთვარეობას ვიზეიმებთ სასწორის მე-3 გრადუსში, 29 სექტემბერს 01:55-ზე. ამ დღეს მზეც და მთვარეც სასწორშია. იყავით მომართული საქმიანი და სასიყვარულო ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. დაიცავით ყველა საქმესა და ურთიერთობაში ბალანსი. მოგეცემათ ახალი ხელშეკრულებების გაფორმების შესაძლებლობა, გამოგიჩნდებათ ახალი კლიენტები, პარნიორები. მოგვიანებით ახალმთვარეობაზე, ასტროლოგიური პროგნოზით, სტატიას შემოგთავაზებთ. უბრალოდ, მოემზადეთ, რომ სხვადასხვა შემოთავაზებას მიიღებთ. ამასთან, შეიძლება გახშირდეს დაპირისპირებები და კონფლიქტები და ეცადეთ, სასწორისეული ჰარმონიულობა და დიპლომატიურობა გამოავლინოთ ყველა უსიამოვნების მოსაგვარებლად.

საუკეთესო ცვლილებები მოეტანოს თქვენთვის სექტემბერს!

წყარო: astrologi.ge