როგორ მოვამზადოთ ბლინები ნაზი ხაჭო-მსხლის შიგთავსით და თაფლი-ვანილის სოუსით - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ბლინები ნაზი ხაჭო-მსხლის შიგთავსით და თაფლი-ვანილის სოუსით

მსხალი გაჭერით შუაზე და ამოიღეთ გული. დაჭერით პატარა კუბიკებად.

მსხალი ჩაყარეთ ქვაბში, დააყარეთ შაქარი, დაასხით 100 მლ წყალი და დადგით საშუალო ცეცხლზე.

როცა მსხალი დუღილს დაიწყებს, დაუმატეთ 1 ჩ.კ. თაფლი, 1/2 ვანილია და დაუწიეთ ცეცხლს.

ამასობაში ბლინებს ვამზადებთ. შეურიეთ ფქვილი, შაქარი და მარილი. ცალკე ათქვიფეთ კვერცხი და რძე, დაუმატეთ გამდნარი კარაქი. მიღებულ მასას დაუმატეთ ფქვილი და კარგად აურიეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გააცხელეთ ტაფა და გამოაცხვეთ თხელი ბლინები. მზა ბლინებს მცირე რაოდენობით კარაქი წაუსვით.

ხაჭოს შეურიეთ შაქარი (გემოვნებით, თუ ხაჭო უფრო მჟავეა, მეტი შაქარი, თუ ნაკლებად ახალია, ნაკლები) და ბლენდერით ათქვიფეთ ჰაეროვანი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

მსხალი ბადე-საცერში გაატარეთ. წვენი ქვაბში დატოვეთ.

სიროფს დაუმატეთ კიდევ 2 ჩ/კ. სუფრის კოვზი თაფლი, დარჩენილი ვანილი და 50 მლ წყალი და დადგით პატარა ცეცხლზე კიდევ 5 წუთი.

ნაზად შეურიეთ მსხლის მასა ხაჭოსას და დაადეთ ბლინებს. თითოეული ბლინი შეახვიეთ სოსისივით. ბლინები უნდა გაცივდეს.

სუფრასთან მიტანის წინ ათქვიფეთ ნაღები შაქრის ფხვნილთან და ვანილთან ერთად. ბლინებს წაუსვით ათქვეფილი კრემი და მოასხით თაფლ-ვანილის სიროფს. ნაღების კრემი შეგიძლიათ მოამზადოთ სურვილისამებრ.