როგორ გავაცნოთ საზოგადოებას საკუთარი თავი აუდიტორიაში - rogor.ge

როგორ გავაცნოთ საზოგადოებას საკუთარი თავი აუდიტორიაში

ადექით, როცა თქვენი ჯერი მოვა საკუთარი თავის წარდგენის. ეს გაგრძნობინებთ თავს უფრო თავდაჯერებულად და დაგეხმარებათ უფრო გარკვევით ისაუბროთ, ვიდრე მჯდომარე მდგომარეობაში. შეიძლება თავდაპირველად თავი უხერხულად იგრძნოთ ადგომის დროს, მაგრამ ეს უხერხულობა უფრო სწრაფად დასრულდება, ვიდრე ფიქრობთ. თუ ოთახის შუაში ზიხართ, შეიძლება დაგჭირდეთ დროდადრო საუბრისას თავი გვერდით მიატრიალოთ, რათა მთელ კლასს მიმართოთ.

1-1662469766.png

გაიღიმეთ, როცა საუბრობთ. მაშინაც კი, თუ ძალიან ნერვიულობთ, ღიმილი დაგეხმარებათ ამის დამალვაში. ეს ასევე დაანახვებს თქვენს კლასელებს და მასწავლებელს, რომ თქვენ მეგობრული ადამიანი ხართ. ღიმილი ასტიმულირებს ენდორფინების გამომუშავებას, ასე რომ თქვენ ეხმარებით საკუთარ თავს, რომ იგრძნოთ თავი უფრო ბედნიერად!

2-1662469781.png

ისაუბრეთ თავდაჯერებულად. თუ გინდათ, რომ ყველამ მოგისმინოთ, როცა საკუთარ თავს წარადგენთ, გააკეთეთ ეს მკაფიო, მაღალი ხმით. სავსებით ნორმალურია ნერვიულობა, მაგრამ თუ თქვენ შეძლებთ სტაბილურად ჩაისუნთქოთ და ამოისუნთქოთ, ნერვიულობა მალევე გაქრება. შეეცადეთ ივარჯიშოთ სარკეში, რათა წინასწარ მოემზადოთ. თქვენს კლასში ყველა იფიქრებს იმაზე, თუ რას აპირებენ თქვან, როცა მათი ჯერი მოვა და შესაძლოა არც კი გიყურებდნენ მთელი საუბრის დროს.

3-1662469791.png

ჯერ თქვენი სახელი წარმოთქვით. სასარგებლოა თქვენი სახელის წარმოთქმა, პაუზა და შემდეგ სახელისა და გვარის მითითება, მაგალითად, „გამარჯობა, მე მქვია ლიკა, ლიკა ასათიანი“. გამეორება გაზრდის ალბათობას, რომ სხვებმა დაიმახსოვრონ თქვენი სახელი. თუ მეტსახელიც გირჩევნიათ თქვათ, შეგიძლიათ ეს ამგვარად გააკეთოთ: "გამარჯობა, მე მქვია სალომე, მაგრამ შეგიძლიათ დამიძახოთ "სალი".

გაგვიზიარეთ, რატომ დადიხართ მოცემულ კურსზე. თუ თქვენ ხართ კოლეჯის კურსზე, შეგიძლიათ გააზიაროთ თქვენი სპეციალობა. ან თუ ატარებთ კურსს სამუშაოს სერთიფიკატის მისაღებად, შეგიძლიათ გაუზიაროთ რას აკეთებთ სამუშაოსთვის. მაგალითად, შეგიძლიათ თქვათ: "გამარჯობა, მე ვარ დათა, დათა ბაქრაძე. ვსწავლობ ეკონომიკის ფაკულტეტზე და ეს კურსი მეხმარება სერთიფიკატის მიღებაში, რომელიც მჭირდება სამსახურის დასაწყებად." თუ კლასში მხოლოდ იმიტომ ხართ, რომ უნდა იყოთ (როგორც ზოგადი განათლების კურსი, რომელიც ყველა სტუდენტმა უნდა გაიაროს), ამის თქმა არ გჭირდებათ - დიდია შანსია, რომ ყველა სხვა იმავე მიზნითაა.

5-1662469824.png

გაუზიარეთ სხვებს პერსონალური დეტალები, როგორიცაა მაგალითად ჰობი ან ინტერესები. თუ თქვენ ხართ დაკავებული სპორტით, გყავთ შინაური ცხოველები ან მოგწონთ მოგზაურობა, თქვენი შესავლის დასასრული კარგი მომენტია ამ ინფორმაციის მისაწოდებლად. შეგიძლიათ თქვათ მსგავსი რამ: "როცა არ ვსწავლობ, მიყვარს ვარჯიში და სირბილი მარათონებზე". მოერიდეთ ზედმეტად პირადი დეტალების გაზიარებას, მაგალითად, განქორწინებას აპირებთ ან ახლახან დაკარგეთ სამსახური. შეეცადეთ შეინარჩუნოთ პოზიტიურობა და ოპტიმიზმი, რადგან არავის სურს, რომ თქვენზე თავდაპირველი შთაბეჭდილება იყოს ნეგატიური.

6-1662469837.png

წყარო: wikihow.com