როგორ წამოიწყოთ საუბარი ჩათში, რომ საინტერესო გამოჩნდეთ
თუ ცოტა ხნის წინ სადმე ერთად გაატარეთ დრო, შეგიძლიათ მიწეროთ იმაზე, თუ რას აკეთებდით იქ. მაგალითად: "ისეთი მოსაწყენი იყო ის სემინარი, კინაღამ დამეძინა". თუ იუმორს გამოიყენებთ, ეს თქვენს შანსებს მნიშვნელოვნად გაზრდის. თუ ერთად რაიმე წვეულებაზე ან ქორწილში იყავით, შეგიძლიათ მიწეროთ: "ისე იცეკვა ქართული სიძემ, მეგონა ფრიდონ სულაბერიძე გაცოცხლდა!"
თუ ერთად არსად ყოფილხართ, შეგიძლიათ მიწეროთ შემდეგი: "5 კვარტალი გავიარე ფუნთუშებისთვის მარტო იმიტომ, რომ მივმხვდარიყავი, რომ დღეს კვირაა და საკონდიტრო დაკეტილია. შენი კვირა დღე როგორია?"
მოერიდეთ ისეთი შაბლონური ფრაზების მიწერას, როგორიცაა: "როგორ ხარ?" "რას შვები?" დაუსვით რაიმე საინტერესო კითხვა იმ სფეროდან, რაშიც იცით რომ ერკვევა, ან მისი ჰობია.
ღამით მიწერეთ მხოლოდ მისი სახელი. მაგალითად "გიორგი". დილამდე აღარ გახსნათ ჩათი. დილით უპასუხეთ მოწერილზე, რომ ჩათი აგერიათ და სხვას წერდით. სანამ თქვენგან პასუხს მიიღებს, ის გონებაში რამდენიმე ვერსიაზე იფიქრებს, თუ რისი თქმა შეიძლება გსურდათ. ეს კი მას ფსიქოლოგიურად განაწყობს თქვენთან დიალოგისთვის და შესაძლოა, თქვენი პროფილიც დაათვალიეროს.
მიწერეთ აუცილებლად ქართული შრიფტით და გამართულად. გამოიყენეთ ემოციები.
შეეცადეთ გაზარდოთ ინტერვალი მიმოწერას შორის. ეს მის ინტერესს გაზრდის. ნუ მიწერთ ძალიან დიდ ტექსტებს. მიწერეთ მოკლედ და გასაგებად.
ნუ მიაყრით მესიჯებს, თუ არ გპასუხობთ. შეიძლება იმ მომენტში არ ეცალოს. ოქროს წესი: ორი უპასუხო გაგზავნილი შეტყობინების შემდეგ, ჯობს დაელოდოთ პასუხს.
წყარო: wikihow.com