როგორ ვიკვებოთ ცისტიტის დროს? - rogor.ge

როგორ ვიკვებოთ ცისტიტის დროს?

აუცილებელია, კვების რაციონიდან გამოირიცხოს ცხარე, მარილიანი, შებოლილი საკვები, ალკოჰოლი, შოკოლადი, ყავა, პომიდორი. აკრძალულია რძე და სოდიანი სასმელები - ისინი შარდის გატუტიანებას იწვევს. აუცილებელია სითხის დიდი რაოდენობით მიღება (1,5-2ლ დღეში). ძალიან კარგია შტოშის წოწოქურა (მორსი).

საშარდე გზებს კარგად რეცხავს ასევე თირკმლის ჩაი, დათვის კენკრას, წითელი მოცვის ფოთლების, მინდვრის შვიტას ნაყენი. ამ ბალახებს აქვთ შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მიღება საჭიროა სიმპტომების გაქრობამდე და შემდეგ კიდევ 5-7 დღის განმავლობაში. ამ ხნის მანძილზე სასურველია მოწევისაგან თავშეკავება, წოლითი რეჟიმი, თბილი სათბურა ფეხებს შორის. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჰიგიენას.

ჩაბანა უნდა მოხდეს წინიდან უკან თბილი ანადუღარი წყლითა და გლიცერინის საპნით ან ინტიმური ჰიგიენური საშუალებით. საწვალებელია, მაგრამ მხოლოდ ასეთი კომპლექსი: ანტიბაქტერიული მკურნალობა, დიეტა, ჭარბი სითხე, რეჟიმი და ჰიგიენა - გახლავთ საწინდარი იმისა, რომ არასასურველ ინფექციას სწრაფად და უკვალოდ დავაღწიოთ თავი.

ნახეთ: როგორ დავიცვათ თავი ცისტიტისგან?