როგორ მიხვდეთ, რომ თქვენს შვილს სტრესი აქვს - rogor.ge

როგორ მიხვდეთ, რომ თქვენს შვილს სტრესი აქვს

მარტოობის განცდა – ბავშვი გრძნობს, რომ ოჯახისა და მეგობრებისგან განცალკევებულია ან ისეთი განცდა აქვს, თითქოს "ბრბოში დაიკარგა".

თავდაჯერებული არ არის – უცებ ხალხში უხერხულად გრძნობს თავს, იმ ადამიანებთანაც, ვისთანაც ადრე შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა. შეკითხვებზე მორცხვად და ცალსახად პასუხობს.

პრობლემები აქვთ ყურადღების კონცენტრაციასა და დამახსოვრებასთან – მალე ივიწყებს, რაც სულ რამდენიმე წუთის წინ თქვა. საუბრის აზრი ეკარგება, თითქოს საერთოდ არ აინტერესებს ლაპარაკი. უჭირს აზრებისთვის თავის მოყრა, სასკოლო მასალაც "ერთ ყურში შესდის და მეორედან გამოსდით".

არ აქვს ურთიერთობის სურვილი – თანატოლებისადმი ინტერესი ეკარგება. სხვების ყურადღება აღიზიანებს. როცა ტელეფონი რეკავს, ფიქრობს, უპასუხოს თუ არა, ხშირად ითხოვს, უპასუხონ, რომ სახლში არ არის.

დაღლილობა და ძილის დარღვევა – გამუდმებით მოთენთილია, თუმცა ჩაძინება უჭირს. დილით ადგომაც ეზარება. წაიკითხეთ ვრცლად