როგორ დავამოკლოთ ფეხსაცმლის თასმები - rogor.ge

როგორ დავამოკლოთ ფეხსაცმლის თასმები

ჩაიცვით ფეხსაცმელი. თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ რამდენი სიგრძის მოჭრა გჭირდებათ თვალით, მაგრამ უმჯობესია ჩაიცვათ ფეხსაცმელი და ნახოთ რამდენია ზედმეტი სიგრძე თითოეულ მხარეს, რათა გადაწყვიტოთ რამდენი მოაკლოთ.

1-1662126537.png

მონიშნეთ თასმები. თქვენ უნდა იცოდეთ ზუსტად სად მოჭრათ და სწორი მდებარეობის მონიშვნა ამაში დაგეხმარებათ. გამოიყენეთ მარკერი, რათა დახაზოთ ხაზები თითოეულ ბოლოზე და მონიშნეთ სიგრძე, რომლის მოშორებაც გსურთ. ეს ყველაფერი უფრო ადვილია ჩაცმულ ფეხსაცმელზე. ფეხსაცმლის თასმები მოდის სტანდარტული ზომებით, როგორიცაა 75 სმ, 100 სმ ან 140 სმ. ასე რომ, მომავალში თქვენ გეცოდინებათ სად დაადოთ ნიშანი მსგავს თასმებს.

2-1662126548.png

მოჭერით თასმები. ისინი, როგორც წესი, ადვილად იჭრება და ნებისმიერი საყოფაცხოვრებო მაკრატელი გამოდგება. თუმცა, დარწმუნდით, რომ ბასრია, რათა მოჭრისას თასმის წვერები რაც შეიძლება ნაკლებად „გაიფურჩქნოს“. გაჭერით მონიშნულ ნიშნებზე.

3-1662126558.png

სცადეთ თასმის შუა ნაწილის მოჭრა. იმის ნაცვლად, რომ თასმები მოაჭრათ კიდესთან, შეგიძლიათ მოიშოროთ ზედმეტი სიგრძე შუაში: იღებთ ორ ნაწილს და გადააბამთ წებოთი. სცადეთ შეძლებისდაგვარად მჭიდროდ მიამაგრეთ და გააშრეთ.

4-1662126569.png

წყარო: wikihow.com