როგორ მოვაწონოთ თავი გოგოს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - rogor.ge

როგორ მოვაწონოთ თავი გოგოს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ვერძი

ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს როგორც წესი რამოდენიმე თაყვანისმცემელი ჰყავთ ერთად, ოღონდ თავად არც ერთი არ მოწონთ და მოწონთ მაინც და მაინც ის, რომელიც ყურადღების ღირსადაც არ თვლის მათ. მგონი მინიშნებას მიხვდით - ვერძის მოხიბვლა გინდათ? იყავით გულგრილი მაშინაც კი, როცა უკვე გარკვეულია ურთიერთობა თქვენ შორის, მცირე დისტანცია დაიჭირეთ, თუ არ გინდათ მალევე მოგიბეზროთ და მიგატოვოთ.

კურო

რაც შეეხება კუროს, აქ ტაქტიკა საფუძვლიანადაა შესაცვლელი, კურო ქალს სტაბილურობა და სიმყარე უყვარს, ოღონდ იცოდეთ ისიც, რომ იგი საშინლად ჯიუტია, ამიტომ ნუ ეცდებით თქვენ ჭკუაზე გაატაროთ, სულ ერთია მაინც არ გააკეთებს იმას რაც არ სურს. სამაგიეროდ რბილი მოპყრობით გაცილებით მეტს მიიღებთ მისგან, ვიდრე დიქტატურით. კურო ქალს ძალიან უყვარს როცა მის მიმართ სიყვარულს მატერიალური კუთხით გამოხატავენ. ამიტომ პრაქტიკული და სასიამოვნო საჩუქრებით ხშირად უნდა გაანებივროთ.

ტყუპი

ტყუპზე თუ ხართ შეყვარებული, გაგიმართლათ. მისი მოხიბვლა არც თუ ისე ძვირი დაგიჯდებათ, საინტერესოდ საუბრის უნარი - ეს არის მთელი ის კაპიტალი რაც ამ ქალის გულისკენ მიმავალ გზაზე თუ ყველას არა, თითქმის ყველა კარს უპრობლემოდ გაგიხსნით. ტყუპი ქალი ვერასოდეს შეიყვარებს მუდო კაცს, თუნდაც ეს უკანასკნელი სექსსიმბოლოთა კატეგორიას განეკუთვნებოდეს, ამიტომ ჯიბეგაფხეკილ მჭერმეტყველს უფრო დიდი შანსი აქვს ამ ქალის მოსახიბლად, ვიდრე ფულიან მილიონერს. თუმცა ფული ზედმეტი მაინც არასოდესაა. ბოლო ბოლო მეტყველების მასწავლებელს დაიქირავებთ თქვენი ტყუპის მოსახიბლად რომ გავარჯიშოთ.

კირჩხიბი

აი კირჩხიბს კი სანამ საქორწინო ბეჭედს არ დაანახებთ თქვენი შანსები ნულს ქვემოთ ზღვარს ვერ ასცილდება. პრინციპში საქორწინო კაბის დანახებაც არ იქნებოდა ცუდი აზრი. ოღონდ მოსინჯვის და ფასონის შერჩევის საშუალებაც უნდა მისცეთ. ავეჯის, ჭურჭლეულის ან საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიაში დაგეგმილი ერთობლივი ვოიაჟიც დაგეხმარებათ კიბო ქალის გულის მოგებაში, მთავარია მან თავი თქვენს პოტენციურ საცოლედ დაიგულოს და დანარჩენი უკვე თქვენი მარიფათის საქმეა. მთლად ხეზე ცოცვას კი ვერ გასწავლით ეს ჰოროსკოპი. გაგრძელება