როგორ გავთავისუფლდეთ ურთირთობების შიშისგან
თუ ქალი ცხოვრობდა ავტორიტარული მამის ოჯახში, რომელიც გამუდმებით თრგუნავდა მას, ქალს ყოველთვის ექნება პრობლემა ურთიერთობების სერიოზულ ფაზაში გადაყვანის. მისთვის ახლო მამაკაცი აღიქმება როგორც ტირანი. რა უნდა მოვიმოქმედოთ ასეთ სიტუაციაში? პირველ რიგში მოძებნეთ ისეთი ფსიქოლოგიური ტიპის მამაკაცი რომელიც არ გავს მამას. მეორე მხრივ თუ კაცს სურს, რომ გაასერიოზულოს თქვენი ურთიერთობები, საჭიროა მისი გაფრთხილება თუ მისი რა ქცევები და საქციელები გიჩენთ სურვილს, რომ განერიდოთ მას. თუ კაცს ნამდვილად უყვარს ქალი, ის სრული გაგებით მოეკიდება ამ ყველაფერს და ყველაფრის მიუხეავად გაუგებს ქალს და გაუფრთხილდება მას.
ხანდახან გვხვდებიან კაცები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს ელვისებურად სწრაფად, ხოლო ქალები დინჯები, რომლებიც ყოველმრივი ანალიზის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებებს. ასეთ დროს მამაკაცის სიჩქარე აშინებს პარტნიორს. ქალს ამ მომენტში სჭირდება კაცის დანახვა რამოდენიმე სხვადასხვა მხრიდან და ამის შემდეგ გააზრებული გადაწყვეტილების მიღება. ასეთ შემთხვევაში უთხარით თქვენს რჩეულს, რომ თქვენი დედა ნორმალურად ეკიდება თქვენს შესაძლო ქორწილს ოღონდ არა უახლოეს სამი თვისა (ან მეტი)გაცნობის შემდეგ. ან უთხარით, რომ თქვენს ეკლესიაში არ წერენ ჯვარს მათ ვინც სამ თვეზე ნაკლებია იცნობენ ერთმანეთს. ერთი სიტყვით ნახეთ მიზეზი, რომ გაახანგრძლივოთ თქვენი ურთიერთობა და უკეთ გაიცნოთ პარტნიორი.