როგორ დავეხმაროთ პირველკლასელს, რომ სკოლა და მეცადინეობა თავიდანვე შეუყვარდეს - rogor.ge

როგორ დავეხმაროთ პირველკლასელს, რომ სკოლა და მეცადინეობა თავიდანვე შეუყვარდეს

ისაუბრეთ ქცევებზე

სასკოლო ბავშვებს უნდა შეეძლოთ ასაკის შესაბამისი ინფორმაცია განაზოგადონ და გამოიტანონ დასკვნები. ჰკითხეთ თქვენს შვილს, როგორი შეიძლება იყოს სკოლის წესები? როგორ უნდა მოიქცეს ისე, რომ არ დაარღვიოს ისინი? და თუ მან დაარღვია, რა უნდა გააკეთოს? მსჯელობის მოსმენის შემდეგ შეაჯამეთ, მოუყევით იმ წესებსა და ნორმებზე, რომლებსაც ის სკოლაში შეხვდება. ახსენით მათი მნიშვნელობა და აუცილებლობა.

ელაპარაკეთ თანატოლებთან ურთიერთობაზე

სკოლა და საგანმანათლებლო აქტივობა ჯგუფური სამუშაოა. პროცესში ურთიერთობენ არა მხოლოდ მასწავლებელი და მოსწავლე, არამედ მთელი კლასის მოსწავლეები. ბავშვის თანაკლასელებთან ჰარმონიული ურთიერთობა ასევე მნიშვნელოვანი პირობაა კარგად სწავლისათვის. ბავშვს უნდა უნდოდეს სკოლაში წასვლა. თუ თანატოლებთან კომუნიკაციის სირთულეა, ბავშვი დაძაბულ მდგომარეობაში იქნება. ეს გამოიწვევს სტრესსა და სწრაფად დაღლას, თანაკლასელებთან მუდმივ კონფლიქტს და, საბოლოო ჯამში, სკოლა და ზოგადად სწავლა, შეიძლება სულ შეიძულოს.

კონფლიქტური სიტუაციების თავიდან აცილება უფრო ადვილია, თუ წინასწარ ასწავლით თქვენს შვილს ემოციების მართვას, თანამოსაუბრის მოსმენას, სხვა ადამიანის მდგომარეობის წარმოდგენას და თანაგრძნობას. თუ თქვენი შვილი მორცხვია ან უჭირს თანატოლებთან ურთიერთობა, ითამაშეთ „პირველი დღე სკოლაში“. ვითომ უკვე სკოლაში ხართ. გაითამაშეთ, როგორ უნდა გაიცნოს თანაკლასელი, რაზე შეიძლება ელაპარაკო მას.

მოსწავლის ავტორიტეტის ამაღლება

სწავლის შეგნებული სურვილი და გაკვეთილებზე წასვლის მოტივაციის არსებობა ძალიან სასარგებლოა ადრეულ სასკოლო წლებში. ესაუბრეთ თქვენს შვილს, რას ნიშნავს იყო სკოლის მოსწავლე, როგორი ყოჩაღი და საამაყოა, როცა მასწავლებელს უსმენს და დავალებებს ასრულებს. უამბეტ თქვენი პირველი სასკოლო დღეების შესახებ. თუ სირთულეები წარმოიშვა, როგორ გაუმკლავდით მათ, რა დაგეხმარათ პრობლემების მოგვარებაში? წაიკითხეთ ვრცლად