როგორ უნდა გააახლოთ აგარაკი და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, სანამ დაბინავდებით დიდი ხნის დაკეტილ სახლში - rogor.ge

როგორ უნდა გააახლოთ აგარაკი და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, სანამ დაბინავდებით დიდი ხნის დაკეტილ სახლში

ამის შემდეგ კარგად დაათვალიერეთ ბაღი, მოჭერით ყველა გამხმარი ხე და ტოტი, რომ თავიდან აიცილოთ ნებისმიერი საფრთხე.

სანამ ავეჯს შეიტანთ, სათანადოდ შეამოწმეთ ყველა სახის კომუნიკაცია და დარწმუნდით, რომ ყველაფერი გამართულად მუშაობს. საუბარია წყალზე, ელექტროენერგიაზე, გაზზე, შესასვლელ კარზე, საკეტზე და ა.შ.

არ დაგავიწყდეთ ფანჯრების შემოწმება, რამდენად სანდოდ იკეტება. თუ სახლი ძველია, დიდი ალბათობით ხის ფანჯრები ექნება და შესაძლოა ამ მხრივ პრობლემა შეგექმნათ.

იმისათვის, რომ დრო კომფორტულად გაატაროთ, გაამწვანეთ და განაახლეთ ბაღი, ბოსტანი, რათა მაქსიმალურად შეძლოთ სიამოვნების მიღება. მოაშორეთ ყველა ის ხე და მცენარე, რომელიც, თვლით, რომ არ გჭირდებათ. წაიკითხეთ სრულად