როგორ დავაჭრათ ფრჩხილები ჩვილს - rogor.ge

როგორ დავაჭრათ ფრჩხილები ჩვილს

ჩვილს ფრჩხილები უნდა დავაჭრათ ღრმა ძილის დროს, როცა ხელები მოდუნებული აქვს, თითები - გაშლილი.

ფრჩხილების დაჭრა ადვილია ბანაობის შემდეგ - ცხელი წყალი მათ არბილებს.

პროცედურისთვის უნდა გამოვიყენოთ მომრგვალებული, გლუვპირიანი პატარა მაკრატელი, რომელიც მხოლოდ ბავშვისთვის იქნება განკუთვნილი და სხვა არავინ გამოიყენებს.

კანი რომ არ დაზიანდეს, პატარას თითის ბალიშებს ქვემოდან თითი მივაჭიროთ - ასე ფრჩხილი უკეთ გამოჩნდება.

თუ ამ პროცედურის დამოუკიდებლად ჩატარება გიჭირთ, დაიხმარეთ ოჯახის წევრები - სთხოვეთ, ბავშვის ხელი დაგიჭირონ. თუ გეშინიათ ან რაიმე სხვა მიზეზით ვერ აჭრით ჩვილს ფრჩხილებს, ჩააცვით ზედატანი ბოლოებამოკერილი სახელოებით, რომ უნებლიეთ არაფერი დაიზიანოს. ფეხის ფრჩხილების მოვლა უფრო ძნელია, მაგრამ ნუ აღელდებით - ჩვილებს ფრჩხილები კანში არ ჩაეზრდებათ. თუ ფრჩხილების დაჭრის დროს ბავშვს სისხლი წამოუვიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ პროცედურა არასწორად ჩაატარეთ. არ დაიბნეთ, აიღეთ სუფთა სტერილური ბამბა და მაგრად მიაჭირეთ სისხლიან ადგილზე, მერე კი იოდი დააწვეთეთ. რამდენიმე დღის განმავლობაში დააკვირდით, რომ ანთება არ განვითარდეს.

წყარო: mkurnali.ge