როგორ გადავარჩინოთ ძველი, გაყვითლებული ბალიშები - rogor.ge

როგორ გადავარჩინოთ ძველი, გაყვითლებული ბალიშები

მანამ, სანამ შეუდგებით რამეს, დააკვირდით ბალიშის ზედაპირზე იარლიყს. დარწმუნდი,თ რომ ბალიშის გარეცხვა დაშვებულია. უმეტესობა ბამბის და სინთეტიკის ბალიშის რეცხვა დასაშვებია.

ჩაალბეთ ბალიში ცხელ წყალში

იმისათვის, რომ გამწმენდმა საშუალებებმა უკეთ იმუშაოს, ბალიში საგულდაგულოდ უნდა დასველდეს. ადუღებულ წყალში შეურიეთ სარეცხი საშუალება, ბორმჟავა და ჭურჭლის სარეცხი მანქანის ფხვნილი. როცა გაიხსნება სარეცხი საშუალებები, შემდეგ ჩაალბეთ ბალიში და დატოვეთ 30 წუთით. 15 წუთის შემდეგ შეგიძლიათ ბალიში კარგად შეანჯღრიოთ წყალში, იმისათვის, რომ კარგად გადანაწილდეს ფხვნილი ბალიშის ზედაპირზე.

არეცხეთ სარეცხის მანქანაში

ჩალბობის შემდეგ ბალიში მოათავსეთ სარეცხის მანქანაში. სასურველია, გავლების პროგრამაც გამოიყენოთ ბოლოში.

გააშრეთ

საბოლოოდ მხოლოდ გაშრობა რჩება. მოათავსეთ ბალიში აივანზე, საშრობზე და აცადეთ კარგად გაშრობა.

ნამდვილად არ გაფუჭდება ბამბის ბალიში?

თუკი სწორად მიყვებით ინსტრუქციას, ნამდვილად ყველაფერი გამოვა. ერთადერთი სირთულე გაშრობის პროცესია. პერიოდულად ხელით კარგად უნდა დაბერტყოთ იმისათვის, რომ არ შეიქმნას პატარა კოლტები ბალიშში. წინააღმდეგ შემთხვევაში ბუმბული ცუდად გაშრება და სუნი ექნება. ბალიშის ასე დამუშავება რეკომენდებულია სეზონურად.

წყარო: marao.ge