როგორ მოვუაროთ კანს და რომელი კოსმეტიკური საშუალებები გამოვიყენოთ ზაფხულში - rogor.ge

როგორ მოვუაროთ კანს და რომელი კოსმეტიკური საშუალებები გამოვიყენოთ ზაფხულში

გახსოვდეთ:

კანის სწორი გაწმენდა - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია სილამაზისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით - ზაფხულში, როცა სიცხის გამო კანი მტვერს ადვილად იზიდავს და ძალიან ბინძურდება;

კანის გონივრული მოვლა გულისხმობს სახის გაწმენდას დღეში ორჯერ: დილას და საღამოს. მთავარია, არ გადააჭარბოთ: კოსმეტიკის ხშირი გამოყენება კანს ძლიერად აშრობს;

დილის პროცედურის მიზანია - “შინაგანი” დაბინძურებისგან გათავისუფლება, კანი ხომ ორგანიზმის ერთ-ერთი ძლიერი სისტემაა, რომელსაც 24 საათის განმავლობაში გამოაქვს ტოქსინები და წიდები;

საღამოს გამწმენდი პროცედურა ძირითადად “გარეგანი” ჭუჭყის (ჭუჭყი, ქუჩის მტვერი) მოცილებას ითვალისწინებს.

ცხიმოვანი ბზინვარება და აკნე

თუ ბუნებრივად ცხიმიანი კანი გაქვთ, მაშინ მოიშველიეთ ისეთი საშუალებები, რომლებიც ადვილად უმკლავდებიან ანთებით პროცესებს და არეგულირებენ კანის ცხიმის გამომუშავებას.

ცხიმიანი კანის მქონეთ კოსმეტოლოგები წყლით დაბანას ურჩევენ (არავითარ შემთხვევაში - ცხელით!). საჭიროა კანზე წინასწარ გელის ან ქაფის წასმა. არ იფიქროთ, რომ ცხიმიანი კანისთვის ყველაფერი სულერთია - მასზე ყოველდღიურად მოქმედებს ქუჩის მტვერი, უხეში ქსოვილი და ა.შ. ამიტომ მოვლის საშუალებებში დამამშვიდებელი კომპონენტები - ზეითუნის ან ეთეროვანი ზეთები, ასკილის, პიტნის, გვირილის ექსტრაქტებიც უნდა იყოს. კვირაში ორჯერ კანს ნიღბით ან სქრაბით ღრმა წმენდა სჭირდება. ყველაზე კარგად გამოიყენებთ გამწმენდ გელს მიკროგრანულებით.

ნახეთ: როგორ ავირჩიოთ ტონალური საცხი