როგორ ამოვიცნოთ გაფუჭებული სურსათი? - rogor.ge

როგორ ამოვიცნოთ გაფუჭებული სურსათი?

ფერით: კვერცხი იმღვრევა, ხორცი იღებს არასასიამოვნო მომწვანო ელფერს, ბოსტნეული იწყებს გამუქებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ლპობის პროცესი დაიწყო.

სუნით: ყველა პროდუქტი, განსაკუთრებით - ხორცი და კვერცხი, გაფუჭებისას იღებს სპეციფიკურ სუნს.

თუ საკვებმა ფერი და სუნი არ იცვალა, მაგრამ არ მოგეწონათ მისი გემო, ნუ შეჭამთ - ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმმა სიგნალი მოგცათ საფრთხის თაობაზე.

ყურადღება მიაქციეთ პროდუქტის სტრუქტურასა და კონსისტენციას. ნებისმიერი ცვლილება იძლევა ეჭვის საფუძველს.

გაფუჭების ნიშანია, როდესაც ხორცი ფაშრდება, კვერცხი ლაყლაყებს, ხოლო ბოსტნეული დარბილებულია.

წყარო: mkurnali.ge