რამდენად ხშირად უნდა გამოვცვალოთ პირსახოცი ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე რომ არ დაემუქროს - rogor.ge

რამდენად ხშირად უნდა გამოვცვალოთ პირსახოცი ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე რომ არ დაემუქროს

ხელების გასამშრალებელი

ხელების გასამშრალებელი არც ისეთი დიდი ზომის არის, ამიტომ ის სწრაფად სველდება. ამ ტიპის გასამშრალებლის სტანდარტული ზომა გახლავთ 60/40 ან 50/30-ზე. ის უნდა გამოიცვალოს მინიმუმ კვირაში 3-ჯერ. მთავარია, რომ გამოყენების შემდეგ, მორიგ ხმარებამდე, გაშრობა მოასწროს. თუ საამისოდ აბაზანაში სპეციალური საშრობი გაქვთ ან სარეცხის მანქანას აქვს საშრობის ფუნქცია, საქმე მარტივდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სველ ტილოზე ძალიან სწრაფად მრავლდება ჩვენთვის უხილავი ბაქტერიები, რომელიც ქმნის პათოგენურ ფლორას, რომლის შესახებაც უსიამოვნო სუნი გვატყობინებს. ეს არის ნიშანი იმისა, რომ გასარეცხი ტილო სასწრაფოდ უნდა მოათავსოთ სარეცხის მანქანაში და აბაზანაში დაკიდოთ ახალი, მშრალი ხელების გასამშრალებელი.პირსახოცები აუცილებლად უნდა ირეცხებოდეს არანაკლენ 60 გრადუსი ტემპერატურისა.ეს ტემპერატურაა საჭირო ბაქტერიების დასახოცად. სარეცხის კონდიციონერის გამოყენებას პირსახოცებისთვის არ გირჩევთ. ის ცუდად მოქმედებს ქსოვილის მიერ წყლის შეწოვის ხარისხზე.

პირსახოცი სტუმრისთვის

თუ სტუმრებს ელოდებით ეცადეთ, რომ თითოეულ მათგანს ინდივიდუალური კომპლექტი დაახვედროთ. სასურველია იყოს ერთი დიდი და ერთი პატარა ზომის, პატარა ზომის პირსახოცი უმჯობესია ყოველდღიურად გამოიცვალოს და გაირეცხოს. ასევე სასურველია, რომ სტუმრის პირსახოცი თქვენი ოჯახის წევრების პირსახოცებისგან ფერით განსახვავებული იყოს, რათა ადგილი არ ჰქონდეს გაუგებრობას.

სახისთვის

სხის პირსახოცი შეიძლება გახდეს მიზეზი სხვადასხვა პრობლემისა, მაგალითად აკნესი, ალერგიული გამონაყარის. მისი გამოცვლა ყოველდღიურად არის საჭირო.ვისაც სახის კანზე გარკვეული პრობლემები აქვს, ვურჩევთ პირსახოცზე საერთოდ უარი თქვას.

ინტიმური ჰიგიენისთვის

ამ მიზნისთვის გირჩევთ შეარჩიოთ პატარა პირსახოცი, რადგან მისი გარეცხვა აუცილებლად ყოველდღიურად დაგჭირდებათ. რეცხვისას უმჯობესია გამოიყენოთ ანტიალერგიული და ანტიბაქტერიული გელი. განაგრძეთ კითხვა