როგორ მოვაშორთ უნიტაზს ნადები, ქვები და ჟანგი - rogor.ge

როგორ მოვაშორთ უნიტაზს ნადები, ქვები და ჟანგი

მდოგვი

აიღეთ ორი სუფრის კოვზი ლიმონის მჟავა და მდოგვის ფხვნილი.დაუმატეთ ოთხი სუფრის კოვზი სახამებელი. კარგად აუროეთ და დაასხით იმდენი წყალი, რომ მიიღოთ ფაფისებური მასა. მასა უნდა იყოს წებოვანი, რომელსაც ყველაზე დაბინძურებულ ადგილას დააწებებთ. გააჩერეთ რამდენიმე საათი და კარგად ჩამორეცხეთ.

ძმარი და სოდა

პირველ რიგში დაასველეთ უნიტაზი და დაბინძურებულ ადგილას დააყარეთ სოდა. გააჩერეთ ერთი საათი. აღნიშნული დროის შემდეგ პურვერიზატორიანი ბოთლით მიასხით ძმარი, რომელიც შევა სოდასთან რეაქციაში და გაანადგურებს ჭუჭყს და ბაქტერიებს. შეგიძლიათ დაიხმაროთ ჯაგრისი. ბოლოს კარგად ჩარეცხეთ წყლით.

მარილი და ძმარი

ჩაასხით ძმარი ცეცხლგამძლე ჭურჭელში და გაათბეთ 38-40 გრადუსზე. ცხელ სითხეში ჩაყარეთ ნახევარი ჩაის კოვზი მარილი. მასა საგულდაგულდ წაუსვით დაბინძურებულ ადგილებს, დაახურეთ უნიტაზს თავსახური და დატოვეთ ასე მთელი ღამის განმავლობაში. დილით კარგად ჩარეცხეთ. იხილეთ სრულად