როგორ ჩავიცვათ და რას შევუსაბამოთ სტილი - ბოჰო - rogor.ge

როგორ ჩავიცვათ და რას შევუსაბამოთ სტილი - ბოჰო

„ბოჰოს“ უპირატესობა კომფორტულობაა, თუმცა უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ ტანზე გამოყვანილი თუ არ გაცვიათ, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ტომარა უნდა გეცვათ. თქვენი სხეული შეგიძლიათ გამოკვეთოთ ქამრის მეშვეობით. ფეხსაცმელიც უნდა შეარჩიოთ კომფორტული: დაწნული სანდლებიდან დაწყებული, „ქანთრი“ ჩექმებით დასრულებული. მეორადი ნივთების მაღაზიაში კი საინტერესო სამკაულებს შეიძლება გამოჰკრათ ხელი.

ამ სტილში ჭარბობს ნატურალური ნაჭრები, მაგალითად, როგორიცაა ზამში, კოტონი, ტყავის შემცვლელი. აქსესუარის სახით კი არ დაგავიწყდეთ ხელნაკეთი ჩანთები, თავსაბურავები, ვინტაჟური თმის სამაგრები.

აბები „ბოჰო“ სტილში სოფლის შთაბეჭდილებას ტოვებს, ოღონდ რა თქმა უნდა, კარგი გაგებით. დამეთანხმებით, რომ ასეთი კაბები საკმაოდ კომფურტულია.

„ბოჰოს“ უპირატესობა ეთნიკურობაა, რომელიც მოდელმა ქეით მოსმა დააბრუნა. ამ ფორმით მან უარი თქვა დიზაინერების მიერ შემოთავაზებულ ზედმეტად „გლამურულ“ ტანისამოსზე და დაამკვიდრა გარკვეული სტილი ეთნიკური დეტალებით.

გაგრძელება