როგორ დავთესოთ ნიორი ზამთრისთვის, რომ საუკეთესო მოსავალი მივიღოთ
იპოვეთ ყველაზე ნაყოფიერი ნიადაგი თქვენს მხარეში ნორმალური ან დაბალი მჟავიანობით. ნივრის დარგვისთვის მიწა უნდა მომზადდეს მინიმუმ 2 კვირით ადრე.
ყურადღებით შეარჩიეთ სარგავი მასალა. ნივრის თავები უნდა იყოს დიდი და მყარი, დაზიანების გარეშე. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო კარგი და დიდია კბილი, მით უფრო დიდი გაიზრდება ნიორი. აუცილებლად მოაცალეთ ძირი კბილებს, უკეთესი დაფესვიანებისთვის.
მიწაში გააკეთეთ ხვრელები ერთმანეთისგან 10-12 სანტიმეტრის დაშორებით. დარგვის სიღრმე უნდა იყოს 3-ჯერ მეტი, ვიდრე ნივრის კბილი. ეს არის დაახლოებით 8-10 სანტიმეტრი.
დარგვისას არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააჭიროთ ან გადაატრიალოთ ნიორი, რომ არ დააზიანოთ.
დააყარეთ ნათესს ზემოდან მიწა, მაგრამ არ დატკეპნოთ. არ დაგავიწყდეთ მორწყვა.
იხილეთ ასევე: რატომ ხრიან გამოცდილი მებოსტნეები ხახვის ფოჩებს მოსავლის აღებამდე 2 კვირით ადრე - როგორ ავიღოთ ხახვის მოსავალი სწორად