როგორ ჩავაცვათ ბავშვს დილით სკანდალის გარეშე? - rogor.ge

როგორ ჩავაცვათ ბავშვს დილით სკანდალის გარეშე?

მიეცით საშუალება, თავად აირჩიოს, რა ჩაიცვას

ყველაზე მთავარი რჩევაა, განსაკუთრებით 2-დან 5 წლამდე, თავად აარჩევინოთ, რა ჩაიცვას. ოღონდ, აჩვენეთ ერთდროულად არა 5-6 ვარიანტი, არამედ ორი ან სამი და მათ შორის გააკეთოს არჩევანი. ასე კარგ უნარსაც განუვითარებთ, დამოუკიდებლობასაც მიაჩვევთ და თქვენც გაიმარტივებთ საქმეს - ყურადღებას ტანსაცმელზე გადაიტანს და იმაზე, რომ არჩევანის საშუალება მისცეს და უფრო მარტივად შეუდგება საქმეს.

თუმცა ისეც შეიძლება მოხდეს, რომ ერთ დღეს გაჭრას ამან, მეორე დღეს იგივე განმეორდეს. ან აირჩიოს სამოსი, მაგრამ მერე ისევ ატეხოს ისტერიკები, რომ ადგომა არ უნდა ან ჩაცმა არ უნდა. ასე რომ, სხვა რჩევებიც დაგჭირდებათ.

ჩაცმის პროცესი თამაშად აქციეთ

ბავშვი უფრო ხალისით გააკეთებს ყველაფერს, თუ პროცესი უფრო სახალისო იქნება და თამაშს დაემსგავსება. რამდენიმე ვარიანტი შეიძლება შესთავაზოთ:ჩაიცვით ბავშვთან ერთად შეჯიბრებით - ვინ უფრო სწრაფად მოემზადებაწარმოიდგინეთ, რომ ჩაცმა ოლიმპიური სპორტის სახეობა და სპორტული კომენტატორივით გაახმოვანეთ პროცესი.

ჩართეთ მხიარული მუსიკა და მუსიკის რიტმში ჩააცვით

რამე მხიარული გათვლა გაიხსენეთ და დაავალეთ, სანამ მორჩებით გათვლას, მანამდე ჩაიცვას თავისით, როგორ მოასწრებს.

დაპირდით ან შეახსენეთ ის, რაც ელოდება ჩაცმის შემდეგ - გასეირნება, ატრაქციონები, მხიარული საუზმე და ა.შ. განაგრძეთ კითხვა