ძილის სპეციალისტის რჩევები - როგორ დავაძინოთ ბავშვი ადვილად - rogor.ge

ძილის სპეციალისტის რჩევები - როგორ დავაძინოთ ბავშვი ადვილად

მკაცრად დაიცავით კვების რეჟიმი

თითქოს, რა შუაში უნდა იყოს კვება, მაგრამ საკვების სისტემატურად ერთსა და იმავე დროს მიღება ბიოლოგიურ საათს არეგულირებს და ეხმარება ბავშვს, საღამოს ბუნებრივად განეწყოს ძილისთვის.

ჩააქრეთ სანათი

ბავშვის ოთახში ხშირად არის საწოლთან დამონტაჟებული სანათი. ღამის სანათები ხშირად ცუდად მოქმედებენ ძილის ხარისხზე და ამაღლებენ შფოთვის დონეს. "მაგალითად, მოცისფრო ნათება ძალიან ცუდია, ის ბლოკავს სხეულში ძილის ჰორმონის, მელატონინის გამოყოფას. გარდა ამისა, სანათები ჩრდილებს ქმნიან, რომლებიც ზოგჯერ აშინებენ ბავშვებს. ამიტომ უმჯობესია, საძინებელში ბნელოდეს." - ამბობს ენი სიმპსონი.

არ გამოტოვოთ ბანაობა

დღის ბოლოს აბაზანა მოდუნებაში ეხმარება როგორც უფროსებს, ასევე ბავშვებს. აბაზანის დასრულების შემდეგ, როცა სააბაზანოდან გამოდიხართ, სხეულის ტემპერატურა ერთი გრადუსით იკლებს, რაც ძილის ჰორმონის გამოყოფას უწყობს ხელს.

სიმშვიდე და თანმიმდევრობა

ბევრი დედა ცდილობს ბავშვის ძილის პერიოდში ყოველგვარი ხმაური თუ ზედმეტი შუქი აღკვეთოს. სინამდვილეშიეს არ არის სწორი მიდგომა. პატარები ყოველ 45 წუთში ძილის ახალ ფაზაში შედიან. თუ შეჩვეულნი არიან რწევას ან იდეალურ სიჩუმეს, ყოველი ფაზის დაწყების წინ იმავეს ითხოვენ. ამიტომ ჯობია, შეჩვეულნი იყვნენ ბუნებრივ ხმაურს, რათა ახალი ფაზაში შესვლისას ძილი არ დაუფრთხეთ.

წყარო: mshoblebi.ge