როგორ გამოვიცნოთ მომავალი ბავშვის თვალის ფერი - rogor.ge

როგორ გამოვიცნოთ მომავალი ბავშვის თვალის ფერი

პირიქითაც ხდება: მაგალითად, ელიზაბეტ ტეილორის დედა ამტკიცებდა, რომ 6 თვის ასაკში გოგონას თვალებმა მოი ისფრო შეფერილობა მიიღო და ასეთი დარჩა ცხოვრების ბოლომდე. სხვათა შორის, ეს ტეილორის თვალებთან დაკავშირებული ერთადერთი ანომალია არ ყოფილა - ის ორ რიგად განლაგებული წამწამების

ხაზებით დაიბადა.ბევრი ახალშობილი ცისფერთვალა იბადება. მხოლოდ 3 წლის ასაკიდან შეგვიძლია ზუსტად იმის თქმა, რა ფერის იქნება თქვები შვილის თვალები. თუმცა უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში თვალის ფერი კიდევ შეიძლება შეიცვალოს 10 წლის ასაკისთვის და ზოგჯერ 40 წლის ასაკისთვისაც.

ვისი გენი გაიმარჯვებს?მეცნიერების მტკიცებით, ჯამში 16 გენია, რომელთა ტანდემიც ადამიანის თვალის საბოლოო ფერს აყალიბებს. ვინაიდან გენების რაოდენობა ასე ბევრია, ეს ხელს უშლის, ზუსტი პროგნოზების გაკეთებას, თუ როგორი თვალის ფერის მშობლოების რა ფერის თვალების მქონე შვილი ეყოლებათ.ჯერ კიდევ ბილოოგიის წიგნებიდან ვიცით, რომ ზოგიერთი მემკვიდრული ნიშანი დომინანტური, ანუ ძლიერი გენითაა გაანპირობებული, ზოგიერთი კი რეცესიული - ანუ ისეთი გენით განპირობებული, რომელიც ძლიერ გენთან შეწყვილებისას ითრგუნება. მაგალითად, ყავისფერი თვალები დომინანტური ფერია, ისევე როგორც კეხიანი ცხვირი, ნაჩვრეტიანი ლოყები და გრძელი წამწამები. რეცესიულ გენებს კი მიეკუთვნება ცისფერი და მწვანე თვალები, აპრეხილი ცხვირი, თხელი ტუჩები და ა.შ. თუ მშობლებს ორივე გენი დომინანტური აქვთ, ბავშვი მუქთვალიანი იქნება. თუმცა ყველაფერი ასე მარტივი არ არის, როგორც სკოლაში გვასწავლიდნენ. დედ-მამა შვილს მხოლოდ გენეტიკური მასალის ნაწილს გადასცემს. გენომში სულ უმნიშვნელო ცვლილებამაც კი შეიძლება ბავშვს თვალის ფერი შეუცვალოს.

იხილეთ თვალის ფერის ცხრილი

ეს ცხრილი მეტ-ნაკლებად იძლევა სწორ პასუხს, რა ფერის თვალი ექნება ბავშვს. მართალია, არცერთი ვარიანტი ასპროცენტიანი არ არის, მაგრამ გარკვეული კანონზომიერება მაინც არსებობს. განაგრძეთ კითხვა