როგორ უნდა გააგრილოთ ბავშვი უსაფრთხოდ - rogor.ge

როგორ უნდა გააგრილოთ ბავშვი უსაფრთხოდ

სწორად გამოიყენეთ კონდიციონერი: რეგულარულად გაასუფთავეთ ფილტრები და საჭიროების შემთხვევაში, შეავსეთ გამაგრილებელი სითხით. ეს ყველაფერი სპეციალისტმა უნდა გააკეთოს, რადგან ფრეონი საკმაოდ ტოქსიკური სითხეა და მისით მოწამვლის რისკი არსებობს.

აკონტროლეთ იმ ოთახში ჰაერის ტემპერატურა, რომელშიც ბავშვია. როცა კონდიციონერს ჩართავთ, 5-7 გრადუსზე მეტი სხვაობა არ უნდა იყოს მის სიგრილესა და ჩართვამდე ოთახში არსებულ ტემპერატურად შორის.

გაგრილებული ჰაერის ნაკადი პირდაპირ არ უნდა ეცემოდეს ბავშვს, თორემ გადაცივებას გამოიწვევს.

რამდენი უნდა იყოს ზაფხულში ოთახის ტემპერატურა

მოგეხსენებათ, ჩვილებს სხეულის თერმორეგულაცია სუსტი აქვთ, ამიტომ ოთახის ტემპერატურა 22 გრადუსის ფარგლებში უნდა შეინარჩუნოთ ახალშობილისთვის, ხოლო 20 გრადუსი - ცოტა მოზრდილებისთვის. კონდიციონერმა 5-7 გრადუსზე მეტად არ უნდა შეცვალოს ოთახის ტემპერატურა.მოწყობილობა ბავშვის საწოლიდან ან მისი სათამაშო სივრციდან 2 მეტრით დაცილებული უნდა იყოს. ეცადეთ, საწოლი არ დადგათ კონდიციონერის მოპირდაპირე მხარეს.თუ ძლიერი სიცხიდან ბავშვი გაგრილებულ ოთახში შეიყვანეთ, მაშინვე ნუ გამოუცვლით. 10 წუთი მიეცით აკლიმატიზაციისთვის და შემდეგ გახადეთ.როცა გარეთ გადიხართ, გაიყოლეთ ბავშვისთვის მოსაცმელი, რადგან თუ სადმე დახურულ და გაგრილებულ სივრცეში შეივლით, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების გამო ბავშვს შეიძლება შემოცმა დასჭირდეს. ნახეთ ვრცლად