როგორ ვისარგებლოთ ლომბარდის მომსახურებით - rogor.ge

როგორ ვისარგებლოთ ლომბარდის მომსახურებით

გადაწყვიტეთ რის ჩაბარებას აპირებთ და რამდენი ფულის მიღება გსურთ. ხელსაწყოები, ელექტრონიკა, იარაღი, სამკაულები და ყველა მსგავსი ნივთი გამოდგება. ისინი კარგ, მუშა მდგომარეობაში უნდა იყვნენ, თორემ ვერც დიდ ფულს მიიღებთ, ან საერთოდ ვერაფერს. თუ თქვენ არ გადაიხდით სესხს (ან „გირაოს“) ამ ნივთზე, ლომბარდი განათავსებს მას მაღაზიაში, რათა შეეცადოს გაყიდოს იგი თქვენს სესხის თანხაზე მეტად. ეს არის ფულის შოვნის ერთ-ერთი გზა. ისინი ვერ გაყიდიან გაფუჭებულ ან არამუშა ნივთებს. ამავე მიზეზით ვერ მოგცემენ ნივთის სრული ღირებულების ტოლ თანხას, რადგან თუ ლომბარდმა უნდა გაყიდოს ეს ნივთი, მისგან ვერაფერს გამოიმუშავებენ.

5-1660649405.jpg

მიიტანეთ ძვირფასი ნივთი ლომბარდში და თქვით, რომ გსურთ გაყიდოთ ან „მიიღოთ სესხი“. ასევე შეგიძლიათ წინასწარ დარეკოთ ლომბარდში, რომ ნახოთ, დაინტერესდებიან თუ არა კონკრეტული ნივთით. ხანდახან, ლომბარდი უკვე სავსეა იმავე ნივთებით, რისი დალომბარებაც გინდათ და შეიძლება უარი გითხრათ. თუ შესაძლებელია, კარგად გაწმიდნეთ ნივთი, რომ კარგად გამოიყურებოდეს და შეამოწმეთ რომ მუშაობს. თუ მექანიზმი მუშაობს ბენზინზე, შეამოწმეთ, რომ ის სავსეა. თუ ის მუშაობს ბატარეებზე, დარწმუნდით, რომ ისინი დატენილია.

თუ გკითხეს, უპასუხეთ, თუ რამდენი ფულის მიღება გსურთ ნივთზე ანაბრის სახით. თქვენ უნდა იყოთ პირდაპირი და თავდაჯერებული, მაგრამ ამავე დროს თავაზიანი და გონივრული. "მინდა ავიღო მინიმუმ 45$" ან "დაახლოებით 50$ უნდა მივიღო" ბევრად უკეთ ჟღერს, ვიდრე "მომეცი 50$ თორემ არ დავტოვებ!" ან "ოჰ, არ ვიცი, უბრალოდ მითხარი, რას ფიქრობ მის ღირებულებაზე." გახსოვდეთ, რომ სესხზე პროცენტის გადახდა მოგიწევთ და ისგაცილებით მაღალია, ვიდრე ბანკში! (საბანკო სესხის იგივე თანხის განაკვეთი აღემატება 1000%-ს წელიწადში). (ეს არის ლომბარდების ფულის გამომუშავების კიდევ ერთი გზა - სესხზე გადახდილი პროცენტი.) თუ ვალს არ დაფარავთ, ისინი იძულებულნი იქნებიან გაყიდონ საქონელი და დაიბრუნონ ფული.

როგორც კი ფასზე შეთანხმდებით, გააფორმეთ ხელშეკრულება და მიიღეთ ფული. რაიმეს დაგირავებისთვის ან გასაყიდად საბუთებს დასჭირდებათ მთავრობის მიერ გაცემული საიდენტიფიკაციო კოდი და თქვენი ხელმოწერა ქვითრის უკანა მხარეს. ეს კეთდება უსაფრთხოების მიზეზების გამო, რათა დაგვეხმაროს მოპარული ნივთების პოვნაში, რომლებიც დალომბარდებულია. კარგად წაიკითხეთ კონტრაქტის პირობები.

5-1660649647.jpg

გადაიხადეთ პროცენტი ყოველ თვე, კონტრაქტში მითითებულ ვადაზე. გადაცილების შემთხვევაში მოგიწევთ ჯარიმის გადახდა. ჩაბარებული ნივთის დაბრუნებას შეძლებთ მას შემდეგ, რაც სრუოლად გადაიხდით მასში მიღებულ თანხას.

წყარო: wikihow.com