როგორ გამოვიმუშაოთ ბედნიერების ჰორმონი - rogor.ge

როგორ გამოვიმუშაოთ ბედნიერების ჰორმონი

ზოგჯერ, შეჯიბრებისას, სპორტსმენი მიღებულ ტრავმას მხოლოდ დასასრულს ამჩნევს. სტრესულ სიტუაციაში გამოყოფილი ენდორფინი ამცირებს ტკივილის შეგრძნებას და იწვევს ეიფორიის მსუბუქ განცდას. ეს ერთგვარი დაცვის მექანიზმია, რომელიც ცხოველს მტაცებლისგან გაქცევასა და გადარჩენაში ეხმარება მაშინაც კი, როდესაც ის დაჭრილია.

ორგანიზმში არასაკმარისი ენდორფინის დროს დეპრესიულ განწყობას ვგრძნობთ. ამის საწინააღმდეგოდ საჭიროა ფიზიკური ვარჯიში და მეტი სიცილი.

სპორტი დასაწყისში შეიძლება მძიმე საქმედ მოგვეჩვენოს, მაგრამ ის სიჯანსაღის, სიძლიერისა და ბედნიერების შენარჩუნებაში გვეხმარება. ბანალური დილის ვარჯიშიც კი მთელი დღე კარგი განწყობით გვმუხტავს.

მრავალრიცხოვანი კვლევებით დადგინდა, რომ სიცილი არა მარტო სასიამოვნო, სასარგებლოცაა. სიცილი ამაღლებს “ბედნიერების ჰორმონის” დონეს. უფრო ხშირად გაიღიმეთ და ეძებეთ საბაბი მხიარული და გულწრფელი სიცილისთვის.

ოქსიტოცინს თამამად შეიძლება ვუწოდოთ “ნდობის” ჰორმონი. როდესაც ადამიანთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ვენდობით, ჩვენს ორგანიზმში გამოიყოფა ოქსიტოცინი. შფოთვის გრძნობა გადის და სიმშვიდესა და კმაყოფილებას განვიცდით.

რაც უფრო მეტ ადამიანთან გვექნება კარგი ურთიერთობა, მით ბედნიერი და მშვიდი ვიქნებით.

კიდევ ერთი “ბედნიერების ჰორმონი” - სეროტონინი სინთეზდება მაშინ, როდესაც ახლობლების შექებას და აღიარებას ვგრძნობთ. წაიკითხეთ ვრცლად