როგორ მივირთვათ ნაკლები და მალე დავნაყრდეთ - rogor.ge

როგორ მივირთვათ ნაკლები და მალე დავნაყრდეთ

ყოველდღიურად ტრაპეზისთვის კონკრეტული დრო შეარჩიეთ. შეეცადეთ, კვების პროცესი 15 წუთს გრძელდებოდეს. ამ დროს უარი თქვით კითხვაზე, ტელეფონში სოციალური ქსელების სიახლეების ნახვაზე.

თუკი მაცივართან ჭამთ ან ფეხზე დგახართ და ისე მიირთმევთ, კონცენტრირებას საკვებზე ვერ მოახერხებთ. შესაბამისად, სიამოვნებასაც ვერ მიიღებთ. ხოლო თუ პირდაპირ ქვაბიდან მიირთმევთ, ულუფის ზომასაც ვერ განსაზღვრავთ. ასე რომ, მიუჯექით მაგიდას, აიღეთ დანა-ჩანგალი და მშვიდად მიირთვით.

სანამ ჭამას დაიწყებთ, ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. სუნთქვა გეხმარებათ დამშვიდებაში. ეს აუცილებელია, ვინაიდან როცა გშიათ, გგონიათ, რომ მთელ მაცივარს შეჭამთ.

შეაფასეთ სტრუქტურა, ფაქტურა, შეგრძნებები კვების დროს. წარმოიდგინეთ, რომ ძვირიან და მოდურ რესტორანში მიხვედით. მიირთვით ნელა და აუჩქარებლად მაშინაც კი, როცა გეჩქარებათ.

ტრაპეზს შორის შესვენებები მოაწყვეთ იმისათვის, რომ შეიგრძნოთ ნაყროვანების დონე. საკვები არ იქნება ისეთი გემრიელი და არ მოგანიჭებთ ბედნიერებას, როგორც გაანალიზებულად კვება ნაყროვანების შეგრძნების მიღწევამდე. განაგრძეთ კითხვა