როგორ გადავეჩვიოთ ჩვენთვის უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობას? - rogor.ge

როგორ გადავეჩვიოთ ჩვენთვის უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობას?

დანაშაულის გრძნობის გამო ვურთიერთობთ უსიამოვნო პიროვნებებთან. თუ მათთან კავშირს საერთოდ ვერ გავწყვეტთ, მინიმუმამდე უნდა შევამციროთ. სასურველია, საკუთარი თავი სხვაზე წინ დააყენოთ.

მოერიდეთ ირაციონალურ ადამიანებთან კამათს. ზოგიერთი პროვოკაციასაც კი ქმნის, რომ წაეკამათოთ. არსებობს კამათის რამდენიმე სახეობა: კამათი სიმართლის საძიებლად და კამათი კამათისთვის. გაუწონასწორებელი ადამიანები სწორედ ასე ჩხუბობენ და აზრი არა აქვს პროვოკაციაზე წამოგებას და შედეგად ნერვების მოშლას, ურთიერთობის დაძაბვას.

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თავი ვერ შეიკავეთ და ადამიანს ზედმეტი უთხარით? აუცილებლად მოუხადეთ ბოდიში. მოკამათეთა უმეტესობა მოულოდნელობისგან გაშტერდება, ისინი კამათს ელოდნენ. ხშირ შემთხვევაში ბოდიშის მოხდა კონფლიქტსაც ჩაახშობს და ურთიერთობასაც გააუმჯობესებს მოსაუბრესთან.

ისწავლეთ უარის თქმა. ეს ყველასთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ. თუ ადამიანს ყველაფერს გაუკეთებთ, ის მერე და მერე ვალდებულად ჩაგთვლით. თქვენთვის უკეთესი იქნება, თუ უსიამოვნო ადამიანს თხოვნას არ შეუსრულებთ და უფრო მეტი, მისგან თავს შორს დაიჭერთ.

დააფასეთ მოპაექრე. უთხარით კიდეც, რომ აფასებთ მას, მის კონკრეტულ ჩვეულებას/ცოდნას. შეაქეთ იგი. ეს განსაკუთრებით უფროსთან კონფლიქტისას გამოგადგებათ. თანაც, კონფლიქტურ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესება თქვენთვისვე უკეთესია. მტრობას ყოველთვის მშვიდობა ჯობია.

წყარო: marao.ge