როგორ გაუმკლავდეთ ასაკობრივ ცვლილებებს 40 წლის შემდეგ - rogor.ge

როგორ გაუმკლავდეთ ასაკობრივ ცვლილებებს 40 წლის შემდეგ

მეხსიერების პრობლემები

თუ გრძნობთ, რომ წვრილმანები გამუდმებით გავიწყდებათ, დემენციის შიშით პანიკას ნუ მიეცემით. ეს უბრალოდ მენოპაუზის სიმპტომია. უმჯობესია, მიმართოთ ნევროლოგს, რათა დადგინდეს, რამდენად რთულია სიტუაცია. სავარაუდოდ, ამას თავს ვიტამინებით დააღწევთ.

თავშეუკავებლობა

მოულოდნელი შარდდენა სიცილის შემდეგ ან ცემინება 40 წლის შემდეგ 5 ქალიდან 2-ს ახასიათებს.

თმის ცვენა

ცხოვრების მანძილზე თავზე თმის რაოდენობა იცვლება. მენოპაუზის დროს არის შემთხვევები, როცა ქალს თმის ცვენა აწუხებს. პრობლემის გადაჭრის გზა კი შამპუნი და მოცულობის მიმცემი საშუალებაა. რთულ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, რომელიც ჩაატარებს კვლევას და თმის ზრდისთვის შესაბამის ვიტამინებს დაგინიშნავთ.

თმა სახეზე

წლებთან ერთად ორგანიზმში იკლებს ესტროგენის დონე და იმატებს ტესტოსტერონი, რის გამოც სახესა და ნიკაპზე შესაძლოა თმა წამოიზარდოს. ამიტომ თან ატარეთ ფრჩხილის მაკრატელი ან პინცეტი. ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შესაძლოა სხვა ხერხებსაც მიმართოთ. წაიკითხეთ ვრცლად