როგორ გაიშროთ თმა ფენით ისე, რომ ვარცხნილობა მთელი დღე შეგინარჩუნდეთ
ფენის გამოყენებამდე თმა და თავის კანი აუცილებლად დაისველეთ პირსახოცით. პირველ რიგში, ასე შეამცირებთ თმის გაშრობის დროს, მეორეც - ვიდრე წყლის მსხვილ წვეთებს ამოაშრობთ, თმა და თავის კანი ზედმეტად გამოშრება.
ვარცხნილობა დღის განმავლობაში რომ შენარჩუნდეს, ჯერ მსუბუქად შეიშრეთ თმა და მხოლოდ შემდეგ დაქაჩეთ ან დაიხვიეთ მრგვალი სავარცხლით. მყარი ვარცხნილობის არსი - კარგად გამშრალი და გახურებული თმაა. ამიტომ ვარცხნილობის გაკეთებამდე თმა ნახევრად მშრალი უნდა იყოს.
ვარცხნილობის გაკეთება ყოველთვის თმის ძირების გაშრობით დაიწყეთ. შემდეგ გადადით სიგრძეზე. ასე არა მარტო ლამაზ ვარცხნილობას მიიღებთ, არამედ შემატებთ თმას მოცულობას.
თმის გაშრობისას ფენს თმასთან ძალიან ახლოს ნუ მიიტანთ - ცხელი ჰაერო თმას დაწვავს. გეჭიროთ ის 1-2 სმ-ის მოშორებით, რათა თმა კარგად გახურდეს.ცხელი ჰაერი თმის ზრდის მიმართულებით მიმართეთ - ძირიდან ბოლოებამდე. სხვაგვარად თმა გამოშრება და დაზიანდება.
თმა საშუალო ტემპერატურაზე გაიშრეთ, დახვევის დროს კი მაღალი ტემპერატურა გამოიყენეთ. თუ თმას ცუდად გაიშრობთ, დახვეული ბოლოები ცუდად შენარჩუნდება.
ყოველთვის გამოიყენეთ თერმოდამცავი საშუალება. ასე თმას ტენიანობას შეუნარჩუნებთ და არ გაანადგურებთ მის სტრუქტურას.
გაშრობის დროს თმას ხელით შეეხეთ. შეამოწმეთ, რომ თმა იყოს კარგად გამშრალი და გახურებული, მაგრამ არა გადახურებული. მთავარია, ზედმეტად არ გამოაშროთ.
მას შემდეგ, რაც ვარცხნილობას გაიკეთებთ, თმას გაგრილების საშუალება მიეცით. ასე თმა ფორმას „დაიმახსოვრებს“ და დიდხანს შეინარჩუნებს მოცულობას, იქნება უფრო გამძლე.
აუცილებლად შეარჩიეთ პროფესიონალური ფენი ისე, რომ 2000 ვატზე ნაკლები სიმძლავრე არ ჰქონდეს. თუ დაბალი სიმძლავრისაა, მაშინ ცხელი ჰაერი ნელა ქრის, რაც წვავს თმასა და თავის კანს.
წყარო: marao.ge