როგორ მოვამზადოთ ჰუმუსი გამომცხვარი წიწაკით - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ჰუმუსი გამომცხვარი წიწაკით

ბულგარული წიწაკა მოათავსეთ საცხობ სინზე, ან ცხაურზე და გამოაცხვეთ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში, 220 ° C ტემპერატურაზე.

ამოაცალეთ შიგთავსი. სუფრისთვის გადადეთ ცოტა წიწაკა ცალკე.

გამომცხვარი წიწაკა, მუხუდო, ნიორი, ტაჰინი, ლიმონის წვენი და წიწაკა ჩილის ფანტელები მოათავსეთ ბლენდერში. დააბლენდერეთ მაღალ სიჩქარეზე. დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და გააგრძელეთ დაბლენდერება, სანამ ჰუმუსი არ მიიღებს გლუვ, კრემისებურ კონსისტენციას.

ღრმა თასში მოათავსეთ ჰუმუსი და მორთეთ დარჩენილი გამომცხვარი წიწაკებით, ნივრით და რეჰანით. მიირთვით პიტას პურთან, ტორტილასთან ან ბოსტნეულთან ერთად.

rogor-1660546738.ge1.jpg

გემრიელად მიირთვით!